სასარგებლო რჩევები მებაღეებისთვის
- კარტოფილისა და ვაშლის ხის მეზობლობა არაფერ კარგს არ მოგიტანთ. ეს ხელს შეუწყობს ნიადაგში ტოქსინების დაგროვებას, რის გამოც ვაშლი დაზიანდება პირველ რიგში.
- ასევე არასასურველია მსხლისა და ვაშლის მეზობლობა ვარდთან იასამანთან, თეთრ აკაციასთან და კოწახურთან, რადგან ეს მცენარეები ახშობს ნაყოფიერი ხეების ზრდას.
- მცენარეებისთვის საზიანოა ხშირი და ზედაპირული მორწყვა. მიწის ნესტიანი ზედაპირი ხელს უშლის ჟანგბადის საფესვო სისტემაში მოხვედრას.წყალი ვერ აღწევს სათანადო სიღრმეში და ფესვები წყლით ვერ მარაგდება.
- ჟოლო შესანიშნავად ხარობს ვაშლის გვერდით.
- უხვი მოსავლიანობისთვის, რეკომენდებულია ალუბლის ბლის ხესთან დარგვა.