დაიცავით ბოსტანი მავნებლებისგან ხელთ არსებული მასალებით

დაიცავით ბოსტანი მავნებლებისგან ხელთ არსებული მასალებით
fpaparazzzi-ს რედაქცია გთავაზობთ: შეინახეთ ეს სტატია, რათა არ დაკარგოთ.

დაფქული შავი და წითელი პილპილი

ზოგ შემთხვევაში, წითელი და შავი პილპილი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ თამბაქოთი. მოაყარეთ პილპილი მორწყვის შემდეგ ბოსტანში, სანამ გააფხვიერებთ, ამგვარად აარიდებთ თალგამს მავნებლებს.

კეფირი
კეფირი დაიცავს მოცვს ნაცროვანი სოკოსგან. ბუჩქებს კრავენ და ამუშავებენ კეფირისა და წყლის (1:1) ნაზავით.

ვაშლის ძმარი
ბუგრები ვერ იტანენ ვაშლის ძმარს. გარდა ამისა, ის კარგია სოკოს დაავადებების წინააღმდეგ. გახსენით 1 ლიტრ წყალში 1 ს.კ. ძმარი, შეასხურეთ მცენარეებს ცუდ ამინდში.

მზესუმზირის ზეთი
გახსენით ზეთი წყალში. ეს ხსნარი დაიცავს მარწყვს ჭიანჭველებისგან. სოკოთი დაზიანებული ფოთლებისთვის, 3 ლიტრ წყალში გახსენით 1 ს.კ. ზეთი და შეასხურეთ.