ქალიშვილმა სიხარულით გადამიხადა მადლობა საჩუქრისთვის, ხოლო სიძემ გამომიცხადა, რომ ჩემს ნაჩუქარ სახლში არ იცხოვრებს

ქალიშვილმა სიხარულით გადამიხადა მადლობა საჩუქრისთვის, ხოლო სიძემ გამომიცხადა, რომ ჩემს ნაჩუქარ სახლში არ იცხოვრებს
"უცნაური სიძე გვყავს მე და ჩემს ქმარს. ეს ამბავი ფანტასტიკის სფეროს ეხება. არავინ მიჯერებს, რომ ასე მოხდა. საქმე იმაშია, რომ სიძეს ჩვენს ნაჩუქარ ბინაში გადასვლა არ უნდა. რომელი სრულ ჭკუაზე მყოფი ადამიანი იტყოდა ამაზე უარს?" - აღშფოთებულია ქალბატონი ლილი.

უცნაური სიძე



"მალე ჩემი ქალიშვილი იმშობიარებს. უკვე რამდენიმე წელია ის ქმართან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. თითქმის მთელ შემოსავალს ქირაში ხარჯავენ. მე და ჩემმა ქმარმა ვუყიდეთ სახლი და ბინის გასაღებიც გადავეცით.



ქალიშვილს ძალიან გაუხარდა, რადგან ნაქირავებ სახლში ბავშვისთვის არ იყო კარგი პირობები. სიძემ კი ცივი სახით ძლივს თქვა "მადლობა" და მეტი არაფერი. ის ძალიან თავისებური და ამაყია. სურს ყველაფერს თვითონ მიაღწიოს. ეს კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ პატარა მალე გაჩნდება და თავისი სახლი უნდა.



ახალგაზრდა ოჯახი კი აგროვებს ფულს ახალი ბინისთვის, მაგრამ ქირასთან ერთად გაუჭირდებათ. მითუმეტეს, რომ ყველაფერი ძვირდება და სამნი რომ იქნებიან, უფრო გაუჭირდებათ.



მომავლის გეგმები

"მე და ჩემი ქმარი წლების განმავლობაში ვაგროვებდით ფულს. ბინის ყიდვას ვგეგმავდით, მგრამ როგორც კი გავიგეთ, რომ შვილიშვილი გვეყოლებოდა, მაშინვე გადავწყვიტეთ ყველაფერი ახალგაზრდა ოჯახისთვის დაგვეთმო. მთლიანი თანხა არ გვქონდა. ამიტომ ავიღეთ კრედიტი და ვუყიდეთ ორ ოთახიანი ბინა რემონტით.



დაბადების დღეზე კი ქალიშვილს ბინის გასაღები გადავეცით. ის ძალიან ბედნიერი იყო, ჩაგვეხუტა და მადლობა გადაგვიხადა. ჯერჯერობით ბინა ჩემი ქმრის სახელზეა, მაგრამ ეს ფორმალობაა და ასეც ვუთხარით. ცომ-ქმარს შეუძლია თავისუფლად განკარგონ ყველაფერი.



მომდევნო დღეს შვილმა დამირეკა და მითხრა, რომ სიძე უარს ამბობდა ახალ სახლში გადასვლაზე, რადგან არ სურდა ვინმესგან დავალებული ყოფილიყო. უთქვამს, რომ ალბათ მერე შენი მშობლებიც გადმოვლენ, მე კი ჩემს ტერიტორიაზე მინდა ყოფნა, ვმუშაობ, ბინის ფულს თავად ვიხდიო. სიძე ჩვენთან სოფელში არ ჩამოდის ხოლმე, დღესასწაულებს თავის მშობლებთან აღნიშნავს. ფიქრობს, რომ სრულუფლებიანი ოჯახის უფროსი ვეღარ იქნება სხვის სახლში. არადა ჩვენ მათთვის ვიშრომეთ.



რედაქციისგან

ქალბატონი ლილის სიძე ნაწილობრივ მართალია. ის ეხლა ოჯახის მამა და მარჩენალია. თუ ის გადავა ცოლის ბინაში, სხვის ნაყიდ სახლში, თავს არაკომფორტულად იგრძნობს, მისი მამაკაცური ღირსება შეილახება. ხოლო ქალბატონი ლილი კი ამბობს, რომ არც უფიქრია შვილთან ხშირად ყოფნაზე, მაგრამ მომავალში შეიძლება აზრი შეიცვალოს.



მათ მაინც იყიდეს ბინა და ის თავიდან თავისთვის უნდოდათ. ხომ არ ინანებენ ამას მომავალში? იქნებ, ჯობია ახალგაზრდებმა ცოტა ხანი მაინც იცხოვრონ ახალ სახლში და უფრო მალე შეაგროვონ ფული თავისი სახლისთვის? შემდეგ უკეთ გამოჩნდება ყველაფერი. თქვენ როგორ მოიქცეოდით სიძის ადგილას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.
სტატიის ავტორი: თამარ მეფარიშვილი