სექსზე უარის თქმა ქმარს 11 მილიონი დაუჯდა
დუბაის სასამართლოში უჩვეულო პროცესი გაიმართა. ცოლმა ქმრის წინააღმდეგ სარჩელი იმიტომ შეიტანა, რომ ის ცოლ-ქმრულ მოვალეობას არ ასრულებდა.
ცოლმა სასამართლოს თხოვნით მიმართა, რომლის თანახმადაც ქმარს მისთვის სექსუალური ცხოვრების არარსებობისთვის კომპენსაცია უნდა გადაეხადა. ქალბატონი, რომლის სახელიც არ ხმაურდება, ამტკიცებდა, რომ ერთობლივი ცხოვრების 4 წლის განმავლობაში ქმარი მას სექსზე კატეგორიულ უარს ეუბნებოდა. ამასთან, დაზარალებული აცხადებს, რომ დაქორწინებისთანავე ქმარმა მას მუშაობის გაგრძელების საშუალება არ მისცა და სახლში გამოკეტა. აღნიშნულს დაერთო სექსუალური დაუკმაყოფილებლობა. ქალბატონი აცხადებს, რომ სწორედ ეს გახდა იმ მრავალი დაავადების მიზეზი, რომელიც მას ამ წლების განმავლობაში დაემართა.
„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვითმენდი ამ ყველაფერს. ვლოცულობდი და იმედი მქონდა, რომ ჩემს ცხოვრებაში რაიმე შეიცვლებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. სწორედ ამის გამო მივმართე პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას.“- განაცხადა დაზარალებულმა.
დუბაის სასამართლომ აღიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ქმარს მორალური ზარალის ანაზღაურება დააკისრა. ცოლ-ქმრული მოვალეობების შეუსრულებლობა მას საკმაოდ ძვირი დაუჯდება. მამაკაცმა კომპენსაციის სახით 11 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს.