ქალიშვილმა და სიძემ მარწყვი იყიდეს, მაგრამ მშობლებს არ გაუნაწილეს. ოთახში ჩუმად შეჭამეს

ქალიშვილმა და სიძემ მარწყვი იყიდეს, მაგრამ მშობლებს არ გაუნაწილეს. ოთახში ჩუმად შეჭამეს
როგორ ფიქრობთ, ბიუჯეტის და კვების პროდუქტების გაყოფა ერთ სახლში ბევრი ნათესავის ერთად ცხოვრებას ხელს უშლის თუ ეხმარება? დღეს fPaparazzi გიზიარებთ ცხოვრებისეულ ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ დაამდურა ერთმა პატარა უსიამოვნებამ მეგობრული ოჯახი მთელი თვით.

უსიამოვნო შემთხვევა

„ადრე მეუღლესთან, უმცროს ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად ვცხოვრობდი. 2 წლის წინ უფროსმა ქალიშვილმა და სიძემ საკუთარი სახლის შეძენა გადაწყვიტეს და დროებით ჩვენთან ცხოვრება ითხოვეს, რომ ბინის ქირაზე ფული დაეზოგათ და იპოთეკის პირველი შესატანი თანხა დაეგროვებინათ.

საკმარისი ადგილი გვქონდა, ამიტომ დავთანხმდით. ბოლო შემთხვევამდე ყველაფერი კარგად იყო. რამდენიმე კვირის წინ შევამჩნიე, რომ ლიზა სიძესთან ერთად უცნაურად იქცევა.



ბოლო დროს საყიდლების ფულის დადება და ჩვენთან ერთად სუფრაზე ჭამა შეწყვიტეს. დილით, თითქოსდა სამსახურში ეჩქარებათ, ხოლო საღამოს ძალიან გვიან ბრუნდებიან, როცა უკვე გვძინავს.



ვფიქრობდი, რომ ეს ახალგაზრდების საქმე იყო. ალბათ, დილიდან საღამომდე მუშაობენ და სასადილოში რაღაცას იციცქნებიან. ნერვიულობაც კი დავიწყე. სადილის თან წაღება შევთავაზე, მაგრამ ამაზე უარი მითხრეს.

ერთხელ სადილობისას მეუღლემ მითხრა, რომ დაინახა, როგორ შეიტანა ჩვენმა ძვირფასმა ლიზიმ სიძესთან ერთად ოთახში სხვადასხვა დელიკატესით სავსე პარკი. დილით არც კი შეუმჩნევიათ, რომ ოთახში პროდუქტების საწყობი მოაწყვეს.



ჩვენი საუბრის შემდეგ სიტუაცია განმეორდა. გასაგები გახდა, რომ ბავშვები მუდმივად ასე იქცევიან. ჩუმად გემრიელობებს ჭამენ და გაზიარებაზე არც ფიქრობენ.



გულწრფელი საუბარი

ერთხელ ვერ მოვითმინე და ქალიშვილთან დალაპარაკება გადავწყვიტე. აღმაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ახლობლებისგან საჭმელს მალავს.

ლიზის პასუხმა გამაოგნა. „დედა ხომ იცი, რომ ბინისთვის ფულს ვაგროვებთ. მთელი ოჯახის გამოკვების შესაძლებლობა არ გვაქვს. ის, რასაც შენ ამზადებ, არ ვჭამთ, რადგან სხვა რაციონს ვართ მიჩვეული. სულ ესაა“ – მშვიდად მიპასუხა ქალიშვილმა.

სათქმელი არაფერი მქონდა. ჩვენს საჭმელს ხელს მართლა არ კიდებდნენ. რა პრეტენზიები შეიძლება მქონოდა? ცალკე ჭამდნენ, მაგრამ საკუთარი ფულით ყიდულობდნენ. ბოლოს და ბოლოს, სხვა ხარჯებს თანაბრად ინაწილებდნენ.

და მაინც, ამ უსიამოვნო შემთხვევამ გული მატკინა.



ამ დიალოგის შემდეგ ქალიშვილმა ჩვენთან საუბარი პრაქტიკულად შეწყვიტა. უკვე ერთი თვეა უცხოებივით ვცხოვრობთ. დროა, რაღაც გავაკეთოთ. მაგრამ რა? ქალიშვილისგან ასეთი პოზიციის მიღება არ შემიძლია. ვთვლი, რომ რადგან ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ, როგორც ოჯახი, შესაბამისად უნდა მოვიქცეთ.

თქვენ რას ფიქრობთ ამ სიტუაციაზე? როგორ თვლით, ვინ არის მართალი: დედა თუ ქალიშვილი?
სტატიის ავტორი: თეა გუბელაძე