75 წლის ასაკში შესაძლებელია გვქონდეს მშვენიერი თმა და წამწამები. ანტიასაკობრივი მოვლა. მოქმედი ნიღბები თმების და წამწამებისთვის
ძალიან ბევრმა იცის, რომ გარეგნული ასაკობრივი ცვლილებები დაკავშირებულია კანის ტონუსთან, სიმშრალესთან, ნაოჭების გაჩენასთან და კანის ელასტიურობის შემცირებასთან. კანის მდგომარეობაზე ქალები აქტიურად ზრუნავენ, კოსმეტიკური პროცედურები კი უზრუნველყოფენ კანის გაძლიერებულ დატენიანებას და კვებას. ზოგიერთი ქალი მიმართავს ყოველგვარ ფილერებს, სილამაზის ინიექციებს, როგორიცაა ბოტოქსი და კანის დაჭიმვასაც კი.
თმაზე ზრუნვა კი - მეორე რიგშია გადაწეული. ვიღაც ამოირჩევს თმის მოკლე ვარცხნილობას და ამით თმაზე ზრუნვა დასრულებულია. და როგორც მე, ჩემი დედამთილის მაგალითით დავრწმუნდი, ასე მოქცევა შეცდომაა.
თმის და წამწამების სწორ ანტიასაკობრივ მოვლას საოცრების მოხდენა შეუძლია!
დედამთილი 75 წლისაა და გამოიყურება როგორც 20 წლით უმცროსი - შესანიშნავი ხშირი თმისა და მუქი წამწამების გამო. იგი არ იკეთებს მკვეთრ მაკიაჟს და ახალგაზრობიდანვე მიჩვეულია თავის მოვლას. იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეს მას ახლაც ჰყოფნის მოვლის შინაურული პროცედურები.
დღეს მინდა გაგიზიაროთ მარტივი, მაგრამ ეფექტური რეცეპტები თმისა და წამწამების სილამაზისთვის, რომლებიც მოუხდება როგორც გოგონებს, ასევე ქალბატონებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი თმაზე ზრუნვა 50 წლის შემდეგ?
ასაკის მატებასთან ერთად - თმა ანელებს ზრდას, თავის კანი ხდება უფრო მშრალი, ჩნდება ჭაღარა, კლებულობს მოცულობა. თმები ხდება უფრო მსხვრევადი, ფერი ხუნდება და კარგავს მბზინვარებას. ცვლილებები ბუნებრივია, 25 და 55 წლის ასაკში თმის სტრუქტურა განსხვავებულია და თუ არ მივცემთ თმას დამატებით კვებას და თუ არ ვიზრუნებთ კანის დატენიანებაზე, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები უფრო ძლიერად გამოვლინდება.
წამწამების გამაგრება
დედამთილმა მიამბო, რომ უამრავი ნატურალური რეცეპტი მას მემკვიდრეობით გადმოეცა. იგი გაიზარდა ბებიების და დეიდების გარემოცვაში და მას გამოუმუშავდა ღირებული უნარი, ხელთ არსებული საშუალებებიდან, ორ წუთში შექმნას სილამაზის და ახალგაზრდობის ნამდვილი ელიქსირი.
მაგალითად, წამწამების გასამაგრებელი ნიღაბი შედგება მხოლოდ სამი ინგრედიენტისგან.
როგორ მზადდება წამწამების გასამაგრებელი შინაურული ნიღაბი?
თქვენ დაგჭირდებათ ალოეს წვენი - 10 მლ, ახალი ოხრახუშის წვენი - 10 მლ და ამავე რაოდენობის არაჟანი. შეურიეთ ერთმანეთს ყველა ინგრედიენტი.
ნიღბის დასატანად უნდა გამოიყენოთ სუფთა ფუნჯი. დაასველეთ იგი ნიღაბში და წაისვით წამწამების მთელ სიგრძეზე (თვალები დახუჭეთ). გაიჩერეთ 10 წუთი და შემდეგ მოიშორეთ სველი ბამბის დისკოთი. ნიღაბი მატებს წამწამებს ელასტიურობას, კვებავს ძირებს და კანს.
უმჯობესია ნიღაბი გაიჩეროთ მწიოლიარე მდგომარეობაში - საუკეთესო საშუალებაა დასვენებისა და საკუთარ თავზე ზრუნვისთვის.
პროცედურის ჩატარება შეიძლება რეგულარულად. ნუ ინერვიულებთ თუ ნიღაბი მოხვდება კანს - თვალის გარშემო ნაზი კანისთვის ნიღბის შემადგენლობა არანაკლებ სასარგებლოა. და კიდევ, ჩემს დედამთილს უყვარს ახალი ოხრახუშის გამოყენება თვალის გარშემო კანის მოვლისთვის. იგი უბრალოდ აქუცმაცებს და ოდნავ სრესს ახალ მწვანილს და იდებს თვალის ქვეშ კანზე. თუ კანი მიჩვეული არაა, შეიძლება ოდნავ აგეწვათ. ეს მეთოდი მიმართულია ტონუსის მომატებასა და ნაოჭების შემცირებაზე.
შინაურული ნიღაბი ხშირი წამწამებისთვის
მეორე მუდმივი პროცედურა, რომლის გაკეთებაც უყვარს ჩემს დედამთილს - ეს არის ვიტამინების შემცველი ნიღაბი, რომელიც ახშირებს წამწამებს. უნდა ვაღიარო, რომ ან ნიღაბი აკეთებს თავის საქმეს ან რეგულარული მოვლა და გენეტიკა. ერთი რამ კი ცხადია, ეს ზეთოვანი ნიღაბი საუკეთესო საშუალებაა წამწამების მოვლის და მათი ძირების გამაგრებისთვის.
როგორ მოვამზადოთ ვიტამინური ნიღაბი მოცულობითი წამწამებისთვის?
თქვენ დაგჭირდებათ ტოკოფეროლის და რეტინოლის ზეთოვანი ხსნარები - ის იგივე E და A ვიტამონებია. ურევთ კომპონენტებს პროპორციით 1:1. ნიღაბს ბამბის ჩხირით იდებთ წამწამების ძირებზე და მთელს სიგრძეზე. შეგიძლიათ გაიმეოროთ ყოველ ღამე.
ეს ნიღაბი სასარგებლოა კანისთვისაც - მთავარია დარწმუნდეთ, რომ არ გაქვთ ალერგიული რეაქცია და გამოიყენოთ მზისგან დამცავი კრემი, რადგან A ვიტამინი ზრდის კანის ფოტომგრძნობელობას.
თმის მოვლა
ანტიასაკობრივი თმის მოვლა, პირველ რიგში გულისხმობს თმის და და კანის დატენიანების მომატებას. დედამთილმა მიამბო, რომ იგი ყოველთვის კითხულობს კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობას, ყურადღებას აქცევს ნატურალურია თუ არა კომპონენტები და როგორ მოქმედებენ ისინი. იგი უპირატესობას ანიჭებს რბილ შამპუნებს, აგრესიული და ძლიერ აქაფებადი კომპონენტების გარეშე.
- როგორი ტიპისაც არ უნდა იყოს თქვენი თმა, - ამბობს იგი, - უმჯობესია გამოიყენოთ შამპუნები და კონდიციონერები მშრალი თმისთვის, რადგან მათ შემადგენლობაში უფრო მეტი საკვები კომპონენტია.
თმის მოვლის აუცილებელი ელემენტია - თავის კანის სკრაბები. პროცედურა აუმჯობესებს თმის ფოლიკულების სუნთქვას და აშორებს ჭუჭყს. რეგულარული პროცედურები აუმჯობესებს თმის ფოლიკულებთან სისხლის ნაკადს და აუმჯობესებს მათ კვებას.
როგორ მოვამზადოთ ნატურალური სკრაბი თავის კანისთვის?
ჩემი დედამთილი აქაც არ ღალატობს საკუთარ თავს და მაღაზიაში ნაყიდი საშუალებების გამოყენების ნაცვლად იგი თავად იმზადებს სკრაბს თავის ყოველი დაბანის წინ.
სასარგებლო რეცეპტების მის არსენალში მოიპოვება ორი მარტივი ვარიანტი. პირველი არის მარილის სკრაბი, მეორე კი - წმინდად დაფქული ყავის სკრაბი. ორივე კომპონენტს იგი აწვეთებს რამდენიმე წვეთ ჩაის ხის ეთერზეთს. პროცედურა ტარდება დასველებულ თმაზე დაბანის წინ. დაიტანეთ სკრაბი კანზე და რბილად დაიმასაჟეთ.
თმის ბუნებრივი გზით გაშრობა, ჯანმრთელი თმის საწინდარია. როგორც დედამთილმა მითხრა, თავის დაბანის შემდეგ, იგი ცდილობს არ შეიშროს თმა პრსახოცით და ელოდება, რომ თმა გაშრეს ბუნებრივი გზით. ფენს იგი არ ხმარობს არასოდეს. ნატურალური გაშრობა ეხმარება თმას შეინარჩუნოს დრეკადობა, არ დაელექტროვდეს და არ გახდეს მსხვრევადი.
თმის კვების რეცეპტი კიდევ უფრო მარტივი აღმოჩნდა, ყოველი დაბანის წინ ჩემი დედამთილი თმაზე ისვამს ნებისმიერ ზეთს (ქოქოსის, შიის ან ავოკადოს), იჩერებს 30 წუთით და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენებს სკრაბს ან შამპუნს.
თქვენც თუ ამზადებთ ნიღბებს თმების და წამწამებისთვის? რომელი შინაურული რეცეპტები მოგწონთ ყველაზე მეტად თქვენ?