ადრე 30 წლის ქალი ბებრად ითვლებოდა, ახლა 50 წლის ქალი ვარდივით ყვავის

ადრე 30 წლის ქალი ბებრად ითვლებოდა, ახლა 50 წლის ქალი ვარდივით ყვავის
"ცვლილებების დრო მოვიდა! კარადა გამოვალაგე და მრავალი ნივთის მიმართ კითხვები გამიჩნდა. შემეფერება ასეთი რამეების ჩაცმა?" -იწუწუნა ჩემთან დაქალმა, რომელმაც 1 თვის წინ აღნიშნა 50 წლის იუბილე.

"როგორი უნდა იყოს გარდერობი 50 წლის ქალისთვის? ეს მეტწილადაა დამოკიდებული ასაკის ფსიქოლოგიურ აღქმაზე!" - ერთხმად ამტკიცებენ ფსიქოლოგები და სტილისტები. ასაკი ჩვენს შიგნითაა.

დრომ, როცა 30 წლის ასაკში ქალს ბებრად თვლიდნენ, დიდი ხნის ჩაიარა. ახლა 50+ ასაკის ქალი ისეთივე ბუნებრივი და მშვენიერია, როგორიც მანამდე იყო. თუმცა, ამავდროულად, იგი უფრო მოვლილია და ზუსტად იცის, რა უხდება და რა - არა. იგი არ მისდევს წუთიერ ტრენდებს, ჩამოყალიბებული გემოვნება აქვს.

დღეს fpaparazzi-ის რედაქცია გაგაცნობთ ეფექტურ მოდურ ხრიკებს, რომლებიც გამოადგება ნებისმიერ ქალს, რომელმაც 50 წლის ზღურბლი გადაკვეთა.

გარდერობი 50 წლის ქალისთვის



  1. ვარცხნილობა და თმის ფერი


    კრიტიკულია. თუ გრძელი თმა მოუვლელი და უსიცოცხლოა, შესაჭრელად აირჩიეთ მოდური ვარცხნილობა. ბობი, პიქსი და მათი ყველა ვარიაცია 7 წელს მოგაკლებთ. ჭაღარა ყველას არ უხდება, ამიტომ, გთხოვთ, ნუ დაგენანებათ ფული და დრო კარგი სტილისტისთვის და აირჩიეთ თქვენთვის იდეალურად შესაფერისი თმის ფერი.


  2. ქუსლიანი ფეხსაცმელი

    ადრე 30 წლის ქალი ბებრად ითვლებოდა, ახლა 50 წლის ქალი ვარდივით ყვავის
    ბრტყელი ფეხსაცმელი და მაღალი ქუსლები საშიში და შეუფერებელია. უპირატესობა 3-6 სმ სიმაღლის ქუსლებს მიანიჭეთ. ამ სიმაღლის ქუსლები ძალიან უხდება კვადრატული ფორმის ფეხსაცმელს. მაგალითად, ბოტილონებს. ასეთი ფეხსაცმელი ვიზუალურად აგრძელებს სილუეტს, ფეხები კი უფრო გამხდარი და გრძელი ჩანს.

  3. მკვეთრი ფერები და ნახატები


    ნუ შეუშინდებით მკვეთრ ფერებსა და პრინტებს. მალე ზაფხული მოვა. დაიწყეთ იგი ფერადი ტანსაცმლით, უხვ სიმწვანესა და მრავალფეროვნებას რომ შეერწყათ.


    სწორედ ტანსაცმლის გზით ვავლენთ საკუთარ ინდივიდუალობას, უჩვეულობას, გამორჩეულობას. ტანსაცმელი ჩვენი მეორე ხასიათია, ამიტომ, მნიშვნელოვანია საკუთარი თავის სწორად წარდგენა, მისი გამოყენებით. გარეგნობა საკუთარი თავისა და სამყაროს იდენტიფიკაციის საშუალებაა.

  4. მზის სათვალე



    აირჩიეთ ყველაზე შესაფერისი ჩარჩო, რომელიც თქვენს სახეს დაამშვენებს. არჩევანი უნდა შეარჩიოთ იმ სათვალეზე, რომელიც მოგრძო სახის ეფექტს ქმნის - კატის თვალის ფორმის სათვალე. მისი ტარება მთელი წელი შეიძლება.



    გახსოვდეთ, რომ წლის ცივი პერიოდის მზეც საშიშია. თანაც, მზის სათვალე სახეს ძალიან აახალგაზრდავებს.


  5. აქსესუარები



    აიღეთ მაგალითი ფრანგი ქალბატონებისგან - შეაგროვეთ ლამაზი ცხვირსახოცები. ისინი ქალს ელეგანტურობას მატებს, ამავდროულად, მალავს ჩამოწელილ კისერს, თუ საჭიროა.

თუმცა, ამ ნივთებთანაც ფრთხილად უნდა იყოთ. ზრდასრული ქალის გარდერობი, მისივე ლუქის მსგავსად, ვერ იტანს ბევრ, ერთმანეთთან დაუკავშირებელ სამკაულს. მათ შორისაა რომანტიკული დეტლაებიც (რუშები, ვოლანები, ბაფთები, ბრჭყვიალები და ყვავილები).



თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს 50+ ასაკში ქალის გარდერობი? რომელი ნივთები უნდა იყოს იქ?