ჯინსები 50 წლის ასაკში: როგორ ჩავიცვათ ისე, რომ სასაცილოდ და იაფფასიანად არ გამოვიყურებოდეთ
ჯინსები გარდერობის უნივერსალური ნივთია, რომლის გარეშეც უამრავ ქალს ყოველდღიური სტილი ვერ წარმოუდგენია. რამდენად ჰარმონირებს ის ქალურობასთან - ცალკე საკითხია, რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. იქამდე კი გეტყვით, რომ თუ ასე ძალიან გიყვართ ჯინსენის ტარება, გარკვეული ასაკის შემდეგ მათზე უარის თმა არ ღირს.
ჯინსები 50 წლის ასაკში: მთავარი წესები
წელის ”დგომა” უნდა იყოს სტანდარტული, ან ოდნავ მაღალი
არ უნდა იყოს მოტმასნილი
დეკორატიული ელემენტების მინიმუმი
კლასიკური ფერთა პალიტრა
ახლა კი განვიხილოთ თითოეული პუნქტი
ჯინსები 50 წლის ასაკში: მთავარი წესები
ახლა კი განვიხილოთ თითოეული პუნქტი
- წელის ”დგომა”
50 წლის შემდეგ იშვიათი ქალი დაიკვეხნის იდეალური სხეულით. ჩვენს წინაშე დგება ამოცანა, ვიპოვოთ იდეალური ჯინსები ჩვეულებრივი ქალისთვის. სტანდარტული ”დგომა” დაფარავს მუცელს და გამოკვეთავს თეძოებს. ოდნავ მაღალი კი შესანიშნავია საიმისოდ, რომ ჯინსებთან ბლუზები და პერანგები ჩატანებულად ვატაროთ. - თავისუფალი, არამოტმასნილი მოდელი
აქ როლს არამხოლოდ სხეულის ფორმა, არამედ, ასაკიც ასრულებს. 50 წლის შემდეგ ქალის გარდერობი ელეგანტური უნდა იყოს. ”გოგოშკური” სტილი ვულგარულად გამოიყურება. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ სწორ, მოშვებულ მოდელებს. - დეკორატიული ელემენტების მინიმუმი
რა უნდა ვიგულისხმოთ ამაში? რაც გსურთ. უნდა დაივიწყოთ ბრჭყვიალები, რკინები, ყვავილები, დახეული მოდელები. და რა ვქნათ, თუ მაინც გვსურს ცოტა წავიხულიგნოთ? მთავარია, ზომიერება. სულ პაწაწინაზე დახეული შეიძლება, თუ ის მთლიან იმიჯთან ჰარმონირებს. - ფერთა გამა
ფერადი ჯინსები - თქვენი ვარიანტი არ არის. კობალტის, საპფირის - ღრმა და კეთილშობილი ფერები - კი ბატონო! ზამთრის გარდერობისთვის უფრო მუქი უნდა იყოს, ზაფხულში - ცისფერი და თეთრი გამოდგება.