6 ნიშანი იმისა, რომ უზადო გემოვნება გაქვთ
გარდერობი - მოდური გოგონას ანარეკლია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ადამიანებს პირველი შთაბეჭდილება სწორედ ჩაცმულობით ექმნებათ. როცა ქალს კარგი გემოვნება აქვს, ის მუდამ მილიონ დოლარზე გამოიყურება და განწყობაც ასეთივე აქვს. ამასთან, კარგი სტილი დადებითად ზემოქმედებს კარიერაზე. ასეთი ეფექტის მისაღებად საჭიროა ტანსაცმლის შერჩევისას დაიცვათ ზოგიერთი წესი. ჩვენს სტატიაში იპოვით 6 ნიშანს, რომელიც კარგ გემოვნებაზე მეტყველებს.
შესაფერისი ტანსაცმლის შერჩევა
კარგი გემოვნების მქონე გოგონებისთვის დამახასიათებელი არ არის უზომო კონსიუმერიზმი ტანსაცმლის შეძენისას. თუ ასეთი ადამიანი ინტერნეტ-მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების მომხმარებელი ხდება, მას ზუსტი წარმოდგენა აქვს, რა უნდა შეიძინოს და სპონტანურად არ მოქმედებს. რაც მთავარია, მათ კარგად იციან თავიანთი სხეულის აგებულების თავისებურებები და მხოლოდ ოპტიმალურ ვარიანტს არჩევენ, თან ერთმანეთთან კარგად შეხამებულს.
ხარისხზე ორიენტირება
ტანსაცმლის შერჩევისას ხარისხზე ორიენტირება კარგი გემოვნების მაჩვენებელია. უმჯობესია დახარჯოთ თქვენს ხელთ არსებული თანხა არა გაურკვეველი ხარისხის სხვადასხვა ქვედაბოლოებსა და პერანგებზე, არამედ, 1-2 კომპლექტი ხარისხიანი სამოსი შეიძინოთ გამოცდილი მწარმოებლისგან.
აქსესუარები - გარდერობის განუყოფელი ნაწილი
ყველაზე თვალნათელი მაგალითი ამ შემთხვევაში გახლავთ ჩანთა, რომელიც გემოვნებიან ქალს განასხვავებს. სწორად შერჩეული აქსესუარები მენისმიერ სამოსს განსაკუთრებულ შტრიხს მატებს. ამიტომ, არ ღირს მათზე ეკონომიის გაწევა.
ინდივიდუალობა
მოდა ცვალებადია და მისი მიმდევრებისთვის ინსტრუქციას წარმოადგენს, თუ რა უნდა შეარჩიოს გარდერობისთვის. კარგი გემოვნების მქონე ადამიანის გარდერობი ფორმირდება საკუთარი არჩევანისგან გამომდინარე. რა თქმა უნდა, თვალი უნდა ვადევნოთ აქტუალურ ტრენდებს და თანამედროვედ უნდა ჩავიცვათ. მაგრამ, უფრო მნიშვნელოვანია ინდივიდუალობის წარმოჩენა და საკუთარ არჩევანზე მინდობა.
თითოეულ ტანსაცმელს თავისი დანიშნულება აქვს
ელემენტარული წესი, რომელსაც ყველა როდი იცავს. განსაკუთრებულ წვეულებებს თავისი დრეს-კოდი აქვს, ოფისში, ქალაქგარეთ, სეირნობისას, დისკოთეკაზე - სხვაგვარად უნდა შევიმოსოთ. უადგილოდ ჩაცმა უგემოვნობის პირველი მაჩვენებელია.
სტილი - ხასიათის მაჩვენებელია
უცნაურია, მაგრამ ბრენდული ტანსაცმელი არ იძლევა ისეთ თავდაჯერებულობას, როგორც ტანსაცმელი, რომელიც ნამდვილად მოგწონს. მეტად მნიშვნელოვანია ტანსაცმლის განყობის, სხეულის აგებულების, შეგრძნებების მიხედვით შერჩევა, ვიდრე ბრენდებისა და ტრენდებისკენ ლტოლვა. თანსაცმელში თავს ჰარმონიულად უნდა გრძნობდე. სწორედ ეს არის უზადო გემოვნების მაჩვენებელი გარდერობის შერჩევისას.