მოდური ჯინსები 50 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის.

მოდური ჯინსები 50 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის.
ქალბატონები დამეთანხმებით, რომ 50 წლის ასაკში ქალის სიბრძნე პიკს აღწევს. რათქმაუნდა თვალებში სევდა უკვე იკითხება, სახეზე ნაოჭები და ფიგურა ბევრს იდეალურ მდგომარეობაში აღარ აქვს, მაგრამ დამერწმუნეთ ამ ასაკში შესაძლებელია საოცრად გამოიყურებოდეთ. სტილისტები ამტკიცებენ, ამ ასაკის ქალბატონების მთავარ შეცდომას წარმოადგენს ის, რომ ისინი იწყებენ ზედმეტად მკაცრი და უბრალო სამოსის ჩაცმას. არადა სურვილი აქვთ გამოიყურებოდენ მოდურად და ახალგაზრდულად.



50 წლის იუბლე კარგი შესაძლებლობაა - ჯინსები ჩაიცვათ! სწორედ დენიმას შარვლები დაგეხმარებათ გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად და ამავდროულად სოლიდურად. ამ ასაკის ქალბატონებს ის უფრო უხდებათ ვიდრე გოგონებს. ჩვენი რედაქცია მოგცემთ რჩევებს თუ როგორი ჯინსები შეარჩიოთ და რასთან ერთად ჩაიცვათ ისინი თუ თქვენ უკვე გადააბიჯეთ 50 წელს.


მოდური ჯინსები ქალბატონებისთვის.


იდეალური ჯინსების წყვილის შესარჩევად აუცილებელია ვიცოდეთ და დავიცვათ რამოდენიმე მნიშვნელოვანი წესი.



ჯინსის სტილი


გარეგნობა და ფიგურა ყველას განსხვავებული აქვს, თუმცა 50 წელს გადაცილებული ქალბატონების უმრავლესობას უხდება ბოიფრენდები - მათი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მრავალი პრაქტიკული იერი. დაბალი წელი მკაცრად იკრძალება: გვერდები გადმოგიცვივდებათ, მუცელი საქამრეს ხაზს დაეკიდება და თუკი საცვალიც გამომზეურდება საერთოდ საშინებება იქნება. სწორედ ამიტომ საშუალო ან მაღალი წელი საუკეთესო არჩევანია.



არასასურველ მოდელებს მიეკუთვნება სკინნი გასაგები მიზეზების გამო. ასევე თუ სიმაღლე დაბალია, ასევე mom - ჯინსები.პირველი მათგანი ძალიან მომთხოვნია ფიგურის პროპორციებისადმი, მეორეს კი შეუძლია ვიზუალურად კიდევ უფრო დაბალი გამოგაჩინოთ. საკმაოდ კარგად გამოიყურება დამოკლებული ან აკეცილი ჯინსები. ისინი საგრძნობლად აგრძელებენ ფეხებს და საკმაოდ მოდურ იერს ქმნის. ასევე შეგიძლიათ მიაქციოთ ყურადღება მუხლიდან გაშვებულ ჯინსებს თუკი გრძელი ფეხები და ვიწრო წელი გაქვთ.



ჯინსის ფერი და ფაქტურა


ასაკში უადგილოა სხვადასხვა ნახატებიანი, ნაქარგიანი, აპლიკაციებით, ბისერებით და სტრაზებით გაფორმებული ჯინსები. ამასთანავე ასეთი ტანსაცმელის შეხამება გარდერობის სხვა ელემენტებთან ძალიან რთულია. საუკეთესო არჩევანია - კეთილშობილი სუფთა ფერის ერთტონიანი დენიმი: მუქი ლურჯი, კობალტისფერი, საფირონისფერი, პრუსიული ლურჯი. ზაფხულისთვის შეგიძლიათ აარჩიოთ - ღია ნაცრისფერი, ბეჟისფერი ან ნაზი ვარსიფერი შარვალი.



აი მცირეოდენ გახეხილი ან გაჭრილი შარვალი უფრო მეტად მიმზიდველს გახდის თქვენს იერს. დეკორი ასეთი ელემენტები საგრძნობლად აახლებს იერს.



ჯინსების მოდური შეხამება





ჯინსების სწორად არჩევა ეს ნახევარი საქმეა. ახლა საჭიროა მათი სწორად გამოყენება. თქვენი შექმნილი ანსამბლი სტრუქტურირებული, თანამედროვე და მეტყველი უნდა იყოს. მაშ ასე ჯინსებს შეგიძლიათ შეუხამოთ, განსაკუთრებით თავისუფალი სტილის ფარფატა ბლუზებთან, ფაქტურულ კარდინგებთან, ჟაკეტებთან და ბლეიზერებთან. არ დაივიწყოთ მკვეთრი აქცენტებიც: ცხვირსახოცი, სამკაული, ქამარი, ჩანთან და ფეხსაცმელი. ისინი მომენტალურად გარდაქმნიან თქვენს იერს.



თამამად ჩაიცვით ჯინსები - და წინ, დაიპარით ეს სამყარო! ვინაიდან ის გარდერობის დანამდვილებით უნივერსალური სამოსია: თქვენ შეგიძლიათ ეს შარვლები მაისურთან ერთად ჩაიცვათ და სასეირნოდ წაბრზანდეთ, ხოლო თუკი ლამაზ ბლუზას შეუხამებთ შეგიძლიათ წვეულებსაც ესტუმროთ