ღვეზელი კალმახა სოკოთი და ფეტათი.

ღვეზელი  კალმახა  სოკოთი  და ფეტათი.
ვინც მარხულობს, გააკეთეთ ყველის გარეშე და ცომში კარაქის მაგივრად იხმარეთ მარგარინი.


ცომისათვის საჭიროა:
  • 450გრ. ფქვილი.
  • 150გრ. კარაქი.
  • 250მლ.წყალი.
  • 1 ჩ/კ. შაქარი.
  • 1 ჩ/ კ.მარილი.
  • 1ს/ კ. ლიმონის წვენი.


მომზადების წესი:
  1. ავიღოთ გაცრილი ფქვილი შუაგულში ამოვაღრმავოთ , ჩავასხათ წყალი, ძმარი, კვერცხის ცილა (გული გამოვიყენოთ თავზე გადასასმელად),დაუმატოთ მარილი, შაქარი და მოვზილოთ კარგად.
  2. ცომი გავაბრტყელოთ თხლად, წაუსვათ ოთახის ტემპერატურაზე შერბილებული კარაქი და გადავკეცოთ როგორც კონვერტი.
  3. ცომი გავახვიოთ სამზარეულოს ცელოფანში და შევდოთ მაცივარში 1 საათით.
  4. ( ცომის გაკეთება ვისაც არ გინდათ, გამოიყენეთ უკვე გამზადებული ფენოვანი ცომი)


შიგთავსის მასალა:
  • 500გრ. კალმახა სოკო.
  • 250გრ. ფეტა.
  • 2ც. პომიდორი.
  • 1ც.ხახვი.
  • 2ც. წითელი ბულგარული წიწაკა.
  • 1 კბილი ნიორი.
  • ცოტა ქინძი, კამა,და პიტნა. ცოტა ზეითუნის ზეთი შესაწვავად ( თუ არ გაქვთ იხმარეთ სხვა ზეთი).


მომზადების წესი
  1. ავიღოთ სოკო დავჭრათ პატარა ზომის ნაჭრებად და მოვშუშოთ ზეითუნის ზეთში ხახვთან ერთად. დავამატოთ წვრილად დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა,პატარა კუბიკებად დაჭრილი პომიდორი, წვრილად დაჭრილი ნიორი. მარილი და პილპილი გემოვნებით. ბოლოს უკვე რომ სოკო მზად იქნება მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილები.
  2. მაცივრიდან გამოღებული ცომი გავყოთ ორ ნაწილად. ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ და მოვათავსოთ კალკა მოფენილი ღუმელის სინზე. თანაბრად გავანაწილოთ სოკოს შიგთავსი და გადავაფაროთ თავზე მეორე გაბრტყელებული ცომი.გვერდები შეუკეცოთ ლამაზად და თავზე წაუსვათ ჩანგლით ათქვეფილი კვერცხის გული.
  3. გამოვაცხოთ წინასწარ გაცხელებულ ჰაერ_ღუმელში 180გრ.ც-ზე 45 წუთით.

სტატიის ავტორი: Nina Mpatiridou
სტატიის წყარო:Home cooking adventures