უგემრიელესი მესხური ქადის რეცეპტი

უგემრიელესი მესხური ქადის რეცეპტი
ეს უგემრიელესი ღვეზელი ბევრისთვის საყვარელია. ამიტომაც მოგიმზადათ მისი რეცეპტი დღეს fpaparazzi-მ.
საჭირო მასალა:
ცომი:
  • ღორის ქონი 180 გ
  • ფქვილი 400 გ
  • წყალი
  • მწიკვი მარილი

გულსართისთვის:
  • ფქვილი 180-200 გ
  • ღორის ქონი 1 სავსე ს/კ
  • მწიკვი მარილი
  • შაქარი გემოვნებით

მომზადების წესი:
  1. ფქვილში ავურიოთ მარილი, ვასხათ ცივი წყალი და მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი, გადავაფაროთ ხელსაწმენდი და გავაჩეროთ 20-25 წუთით ოთახის ტემპერატურაზე.
  2. გულსართისთვის განკუთვნილი ქონი გავადნოთ, დავუმატოთ ფქვილი და ოდნავ მოვხალოთ.
  3. მიღებულ ფხვიერ მასას შევურიოთ მარილი. ვისაც ტკბილი ქადა უყვარს, შეუძლია გემოვნებით შაქარიც დაუმატოს.
  4. ცომი ძალიან თხლად გავაბრტყელოთ მართკუთხედის ფორმით. დახელოვნებული მცხობელები ცომს ხელითაც წელავენ, უფრო რომ გაათხელონ. ცომი უნდა იყოს სიფრიფანა.
  5. ცომის ფენაზე წავუსვათ ოთახის ტემპერატურის ღორის ქონი. უფრო ცივი თუ იქნება, წასმა გაგვიჭირდება.
  6. ცომი გადავახვიოთ რულეტივით, შემდეგ ლოკოკინასავით დავახვიოთ და ძირი მსუბუქად ჩავუტკეპნოთ ისე, რომ ძირი არ გაიხსნას და გულში გულსართის ჩადება შეიძლებოდეს.
  7. ცომში მოვათავსოთ გულსართი, ფრთხილად შევკრათ და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ.

გემრიელად მიირთვით!