რას ნიშნავს რეალურად პოპულარული სმაილები
ჩვენ ყველა აქტიურად ვიყენებთ სმაილებს ერთმანეთთან მიმოწერის დროს. ასე გრძნობებისა და ემოციების გამოხატვა უფრო მარტივია: ერთ სმაილს შეუძლია, ზუსტად ასახოს თანამოსაუბრის განწყობა, მისი რეაქციები. ილუსტრატორები და დიზაინერები მუდმივად მუშაობენ ემოჯის ახალ კონცეფციებზე. ისინი მათ ისე სრულყოფენ, რომ გაცილებით მოსახერხებელი გაგვიხდეს ურთიერთობა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით. თუმცა, რაში მდგომარეობს სმაილების ჭეშმარიტი მნიშვნელობა? ვინ, როდის და რატომ მოიფიქრა ისინი, დღევანდელ სტატიაში გიამბობთ.
სმაილების მნიშვნელობა
ემოჯი გრაფიკული ნიშანია, რომელიც იაპონიაში 1998-1999 წლებში გაჩნდა. თავიდან, ეს იყო უბრალო პიქტოგრამები, რომლებზეც ძირითადი ემოციები იყო გამოსახული. შემდეგ, სმაილების აქტიური გამოყენება დაიწყეს კორპორატიულ კულტურაში, ამიტომაა ისინი ასე მჭიდროდ დაკავშირებული ოფისის თემატიკასთან. სხვა ვინ გაახალისებს რუხ სამუშაო დღეებს ნოუთბუქის ეკრანის მიღმა, თუ არა ეს საყვარელი ღიმილაკი?
თავიდან, სმაილებს იპოვიდით ყველაზე პირველ მესენჯერებში, მათ შორის, ICQ (ხალხური სახელწოდება "ასკა") ან Skype. შემდეგ მათ დაემატა ელექტრონული ფოსტა, სოციალური ქსელები და მობილური ტელეფონები. სმაილების რაოდენობა სულ უფრო და უფრო გაიზარდა, შედეგად, დაგროვდა სხვადასხვა გამოსახულების მთელი კოლექცია. ემოციების გარდა, გამოსახულებები უკვე ასახავს ბუნებას, საკვებს, ამინდს, სხვადასხვა ნივთს.
ჩვენ მიჩვეული ვართ ემოჯის თავისებურად აღქმას და ცოტა თუ ფიქრობს სმაილების ჭეშმარიტ მნიშვნელობაზე. თუმცა, შემქმნელებს სურდათ, თითოეული მათგანისთვის კონკრეტული აზრი მიენიჭებინათ. ჩვენი რედაქცია გიამბობთ შვიდი სმაილის მნიშვნელობის შესახებ, რომლებსაც არასწორად აღვიქვამთ ხოლმე.
A melon - ნესვი
ეს ჩვეულებრივი ხილი კი არა, იაპონური სამეფო ნესვია, რომელიც მხოლოდ კუნძულ ჰოკაიდოზე მოჰყავთ. ადრე ერთი ნაყოფის ღირებულება 5 მლნ იაპონურ იენს შეადგენდა, დოლარებში - 46 000! ეს სმაილი გამოხატავს ფუფუნებას, სამეფო ნესვი კი ტრადიციული საჩუქარია განსაკუთრებული დღესასწაულისთვის.
A bored face - მოწყენილი სახე
ჩვენ ამ სმაილს მაშინ ვიყენებთ, როცა უინტერესო და მოსაწყენი სიტუაციაა. რეალურად, ემოჯი გამოხატავს ზიზღს, ცუდ განწყობასა და გაღიზიანებას, არა უბრალოდ მობეზრებას.
A danger sign - განგაშის ნიშანი
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს განგაშის სიგნალია. თუმცა, მხატვრის ჩანაფიქრით, ესაა ქაღალდის ფარანი, რომელიც გასანათებლად გამოიყენება. ასეთს ხშირად შეხვდებით იაპონურ რესტორნებსა და კაფეებში. გამოსახულებაში იხილავთ ცილინდრს, რომელზეც ეს საყვარელი ფარანია დამაგრებული.
Someone about to cry - ტირილის პირას მყოფი სახე
-"ფაქტია, რომ სმაილი სადაცაა იტირებს", - იტყვით თქვენ. თუმცა, ავტორის ჩანაფიქრის მიხედვით, სმაილი დახმარების საჭიროებას გამოხატავს. მის მოწყენილ თვალებში, იაპონელი მხატვრების აზრით, იმალება შეგუება და პატივისცემა მის მიმართ, ვინც დასახმარებლად მზადაა. აგრეთვე, სმაილი შესაძლოა ღრმა სიყვარულის ჟესტადაც აღიქვათ. აი, ასეთია უცნაური იაპონური კულტურა.
Feel ashamed - სირცხვილის გრძნობა
ეს საყვარელი ემოჯი, ჩვეულებრივ, მაშინ გამოიყენება, როცა სირცხვილის გამოხატვა სურთ. რეალურად, ეს სწორედ ის საყოველთაოდ ცნობილი სამი მაიმუნია: "არაფერს ვხედავ, არ მესმის, არ ვიცი". სმაილის ჭეშმარიტი არსი იმის შეხსენებაში მდგომარეობს, რომ ხანდახან სიფრთხილე უნდა დავიცვათ იმასთან, რასაც ვხედავთ, ვისმენთ და ვამბობთ.
Sarcasm, Irony - სარკაზმი და ირონია
ეს სმაილი განურჩევლობას გამოხატავს. რაღაც იმის მსგავსია, როცა თანამოსაუბრე მხრებს იჩეჩავს. შესანიშნავია იმ შემთხვევებში, როცა გინდათ თქვათ "ჩემთვის სულ ერთია".
Someone left speechless - უსიტყვოდ
ემოჯი, რომელსაც ტუჩები არ აქვს, გამოხატავს იმედგაცრუებას, ფრუსტრაციას ან დარდს. ჩვენ, რატომღაც, ვფიქრობთ, რომ ამ სმაილს უბრალოდ არაფერი აქვს სათქმელი. შესაძლოა, ასეცაა, თუმცა, მისი ჭეშმარიტი ემოციაა სიჩუმე უსიამოვნო მოვლენის საპასუხოდ.