ბარათი გასაოცებლად: ემოციების მოზღვავება საჩუქრის ადრესატისთვის გარანტირებულია

ალბად ბევრს გახსოვთ რა პოპულარობით სარგებლობდა უახლოეს წარსულში სასაჩუქრე ბარათები "სახალისო სურვილები და სხვადასხვა სახის, ხარისხის ირონიის სასაცილო კომენტარებით". ზოგჯერ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მუყაოს ნაგლეჯით მილოცვა ძველმოდურია. მუდმივ ტრენდში მხოლოდ ფულადი კუპიურების ბარათები რჩებიან. თუმცა ყველაფრის შეცვლაა შესაძლებელი. მაგალითად ამ სტატიაში განხილულმა ღია ბარათებმა ემოციების ნამდვილი აფეთქება გამოიწვია ინტერნეტ სივრცეში.
ღია ბარათის მიღება ყოველთვის ძალიან სასიამოვნო ან მხიარულია


ლამაზი ღია ბარათის მიღება ყოველთვის სასიამოვნოა. განსაკუთრებით კი მიზეზ გარეშე, მაგრამ გამოიჩინეთ სიფხიზლე: თუკი ასეთ საჩუქარს ისეთი კოლეგა გიძღვნით რომელსაც საოცარი ხუმარას რეპუტაცია აქვს. უნდა იყოთ ყურადღებით, რადგან ბარათში სეიძლება აღმოაჩინოთ არა გულის ამაჩუყებელი სიტყვები არამედ....
ეს რა არის?




... პირდაპირ თქვენსკენ მოგეზებული მწერი! უფრო ზუსტად კი პეპელა. დამშვიდდით ის არ იკბინება, ის არ არის მტაცებელი და მეტიც, ნამდვილიც კი არ არის. ეს ასეთი ძველი-ახალი ხრიკია, რომელიც სწორედ რომ მოწყენილ საოფისე გარემოს სჭირდება, იქ სადაც სპინერები უკვე ყველას ყელში ამოუვიდა.
მუყაოს პეპელა დასაქოქი ზამბარით

ბარათები ცოცხალი პეპლებით სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს. უბრალოა და თანაც ბავშურად მხიარული: შეიძენ ასეთ პეპელას მუყაოს ფრთებით (რომელიც ინტერნეტ მაღაზიაებში საშუალოდ 1-4 დოლარი ღირს) და დაქოქავ მასშიმდებარე ზამბარას, შემდეგ კი მოათავსებ ღია ბარათში ან წიგნში - ამის შემდეგ კი შეგიძლია რეაქციით დატკბე. ის ნამდვილად არასოდეს გაგიცრუებთ იმედს.
დამალავ
შემდეგ კი ელი როდის აღმოაჩენენ სიურპრიზს

ახლა კი დატკბით რეაქციით
სხვათაშორის, ასეთი პეპელას დამზადება საკუთარი ხელითაც შეგიძლიათ თუნდაც 100 ცალის. თქვენ დაგჭირდება მხოლოდ მუყაოს ფურცელი, მავრთული და ინსტრუქცია რომელიც ვიდეოშია ნაჩვენები.