როგორ გავწმინდოთ ბინა კარანტინის დროს ზედმეტი ქიმიური საშუალებების გარეშე
ყველასთვის ცნობილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პანდემიის დროს სიფრთხილის დაცვა: ნიღბით და ხელთათმანით სიარული, სახეზე ხელის არ შეხება, სოციალური დისტანციის დაცვა, ხელების დაბანა. ბევრი რამის თქმა შეიძლება იმაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ქუჩაში. დღეს გიამბობთ, როგორ გააკეთოთ დეზინფექცია ბინაში.
ეპიდემიის დროს სახლის დალაგებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. კარანტინის დროს ბინის დეზინფექციის წესები რთული არაა. პირველ რიგში, გირჩევთ რომ რბილი ნივთები, როგორიცაა სათამაშოები და ხალიჩები, შეინახოთ, რადგან მათზე ბევრი მტვერი გროვდება. ცოტათი ქვემოთ გიამბობთ, თუ როგორ გაწმინდოთ ავეჯი და ნივთები.
განიავება
ეს მოქმედი რჩევაა არა მხოლოდ კორონავირუსის პანდემიის დროს, არამედ სხვა ეპიდემიის დროს, სადაც ვირუსი ორგანიზმში ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის. თუმცა შენობის განიავება დეზინფექციის სხვა მეთოდების დამატებით ნაწილს წარმოადგენს, რადგან ვირუსი შეიძლება ზედაპირზე და მტვერში დარჩეს. სწორედ ამიტომ, განიავება, რომელიც მტვერს ჰაერში წევს, შეიძლება უფრო საზიანო იყოს. ოთახებში ფანჯრები რეგულარულად გააღეთ, მაგრამ დეზინფექციის მთავარი მეთოდების შესახებ არ დაგავიწყდეთ.
სველი წმენდა
სველი წმენდა ვირუსისგან ეფექტურად დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილია. სასურველია, რომ დღეში 2-ჯერ იატაკი მოწმინდოთ და ზედაპირებიდან მტვერი გადაწმინდოთ. დეზინფექციის საშუალების სახით იდეალურად გამოგადგებათ მონოქლორამინი, რომელიც ქლორს შეიცავს, მაგრამ ადამიანისთვის უსაფრთხოდ ითვლება. მონოქლორამინი წყალში (50 გრ 10 ლიტრზე) უნდა გააზავოთ. თუ ქლორის შემცველი საშუალების გამოყენებაზე უარს ამბობთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივი სუფრის ძმრით (2 ს/კ 1 ლ წყალზე) ჩაანაცვლოთ. ყველა ზედაპირის (სახელური, კაფელი, ავეჯი და იატაკი) კარგად გაწმენდა არ დაგავიწყდეთ.
რეცხვა
ჩვენმა ბებიებმა და დედებმა კარგად იციან, თუ როგორ გავუკეთოთ დეზინფექცია ნივთებს რეცხვის დროს. თეთრი ნივთები შეგიძლიათ ჩვეულებრივი წყალბადის ზეჟანგით გაწმინდოთ, რომელსაც მათეთრებელი ეფექტი აქვს. თეთრი ნივთების ხელით რეცხვის დროს 100 მლ წყალბადის ზეჟანგი 12 ლ თბილ წყალში გააზავეთ, ნივთები მოათავსეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ და კიდევ 15 წუთით ადუღეთ. მანქანით რეცხვის დროს მდუღარე წყალს 100 მლ წყალბადის ზეჟანგი დაუმატეთ, შემდეგ წინასწარ გარეცხილი თეთრეული 10-15 წუთით მასში მოათავსეთ.
ფერადი ნივთების გასაწმენდად შეგიძლიათ ჩვეულებრივი ძმარი გამოიყენოთ. ძმრის ხსნარი მოამზადეთ, ამისთვის 50-100 მლ ძმარი 5 ლ წყალში გააზავეთ. შეგიძლიათ ხსნარი მანქანას გავლების წინ, ან გარეცხვის წინ დაუმატოთ.
ჰაერის არომატიზაცია და შეხრჩოლება
არომატული ზეთების უმეტესობას ანტისეპტიკური ეფექტი აქვთ, ამიტომ თამამად შეგიძლიათ ბაქტერიებთან და ვირუსებთან ბრძოლაში გამოიყენოთ. ამ მხრივ ყველაზე ეფექტურია ლავანდა, მონარდა, ევკალიპტი, ბარამბო და ბაზილიკი. ზეთის სუნის გასავრცელებლად შეგიძლიათ ჩვეულებრივი არომანათურა ან ულტრაბგერითი გამოსხივება გამოიყენოთ.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ შეხრჩოლების მეთოდი: სალბის, ღვიის, ლავანდის ან ევკალიპტის ფოთლები დაწვით. რა თქმა უნდა, ეთერზეთებში გაჟღენთილი სურნელოვანი ჩხირების გამოყენება უფრო მოსახერხებელია.
ოთახის მცენარეები
ბევრი მცენარე ეთერზეთებს შეიცავს, რომლებიც ჰაერს წმენდენ. ამასთან მცენარეები ფიტონციდებს შეიცავენ, რომლებიც ჰაერში ვირუსებისა და ბაქტერიების რაოდენობას ამცირებენ. ყველაზე სასარგებლო ოთახის მცენარეებს შორისაა ყავის ხე, ნემსიწვერა, ასპარაგუსი, აზალია, ფიკუსი, ციტრუსი, დიფენბახია და სხვა.
ულტრაბგერითი გამოსხივება
დიდი ხანია ცნობილია, რომ ულტრაბგერითი გამოსხივება ვირუსების განადგურებას ხელს უწყობს. ულტრაბგერითი ნათურები შეგიძლიათ ყოველ 2 საათში 10 წუთით ჩართოთ. ლურჯ ნათურაში არ აგერიოთ, რითაც ბავშვობაში ყელს სამკურნალოდ იყენებდნენ. ოთახში ასეთი გამოსხივება მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენოთ, როცა ხალხი არ იქნება, რადგან კანის დამწვრობა და თვალის ბადურის დაზიანება მოსალოდნელია.
ცნობილია, რომ ვირუსი აქტიური ადამიანის ორგანიზმის გარეშეც რჩება, ჰაერში ან რაიმე ზედაპირზე ელოდება. სწორედ ამიტომ, კარანტინის დროს ბინის დეზინფექციის საკითხი საკმაოდ მძაფრად დგას და მას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ.