არავითარი გრიპი და გაციება ამ საშუალების მიღების შემდეგ...

არავითარი გრიპი და გაციება  ამ საშუალების მიღების შემდეგ...
გრიპის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია რას მოიმოქმედებთ, რადგან მას გართულება მოჰყვება. წოლითი რეჟიმი აუცილებელია. თანამედროვე პირობებში გრიპის ვირუსი სხვადასხვა ფორმას იღებს და ძალიან საშიშია. ეს დაავადება ძლიერად და დიდი ხნით ასუსტებს ორგანიზმს, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ კვებას: პროდუქტები უნდა იყოს კალორიული და ვიტამინების დიდი რაოდენობის შემცველი. რაც უფრო მეტ უმ ბოსტნეულს და ხილს მიირთმევთ, მით მალე გამოჯანმრთელდებით, ხოლო ორგანიზმი ბევრ ძალას არ დაკარგავს. ძალიან მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის მხარდაჭერა, ეს შეიძლება გაკეთდეს პრეპარატ ვიფერონის დახმარებით. მისი გამოყენება შეიძლება პროფილაქტიკის მიზნით, განსაკუთრებით ეს ეხება მალამოს: წაისვით ცხვირში - და თქვენ დაცული ხართ ვირუსებისგან. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად როდია, დასუსტებული ორგანიზმი გრიპის უსაყვარლესი მსხვერპლია. სწორედ ამიტომ, გაზაფხულის, ზაფხულის და შემოდგომის პერიოდში აუცილებელია ორგანიზმის გაკაჟება.

მკურნალობა:



  • 1 ჩ/კ ნიორს დაასხით 1 ჩ/ჭ ადუღებული რძე, დააყენეთ 15 წთ. და დალიეთ. მიიღეთ ახალმომზადებული წამალი 3 - ჯერ დღეში.

  • 1 ჩ/კ ევკალიპტი მოათავსეთ თერმოსში და დაასხით 1 ჩ/ჭ ადუღებული რძე. დააყენეთ 2 საათი, გამოწურეთ და მიიღეთ ახალმომზადებული სასმწელი 3 - ჯერ დღეში.

სტატიის ავტორი: თ. არევაძე
სტატიის წყარო:ხალხური და საოჯახო მედიცინა