ფარსმანდუკი ყველგან იზრდება, მაგრამ ძვირადღირებულ მედიკამენტებზე უფრო ძვირია.

ფარსმანდუკი ყველგან იზრდება, მაგრამ ძვირადღირებულ მედიკამენტებზე უფრო ძვირია.
სადაც ომია, იქ სისხლიცაა. სადაც სისხლდენის სწრაფად შეხორცება საჭიროა, იქ ფარსმანდუკია. ამ უბრალო ბალახმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ის პოპულარულ სამედიცინო კალციუმის ქლორიდთან შედარებით ორჯერ უფრო ეფექტურია.

ფარსმანდუკის სისხლის შედედების თვისებას ასწლეულების მანძილზე ექიმები საშვილოსნოს სისხლდენის შესაჩერებლად იყენებდნენ, განსაკუთრებით კლიმაქსის პერიოდში და უნებლიე აბორტის შემდეგ.

მცენარეს სხვა გამოყენებაც აქვს. მას ღვიძლის დაავადების, ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის, დიზენტერიის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, შარდის ბუშტის ანთების, ტუბერკულოზის, გულის დაავადების, ბრონქული ასთმის, ნერვული დაავადების, ისტერიის და ჰიპერტონიის დროს იყენებენ. ფარსმანდუკის პრეპარატები სისხლის გამწმენდ, ანტი ალერგიულ თვისებებს ფლობენ, თრომბოციტების რაოდენობას ზრდიან და თავსა და მკერდში სისხლის მოზღვავების დროს ეფექტურია.
  • მცენარის ნაყენი და ნახარში თავის და კუჭის ტკივილის დროს (კუჭის ტკივილი 15-25 წუთში ქრება).

  • ასთმა (ინფექციურ-ალერგიული). 2 ს/კ ბალახს 1 ლ წყალი დაასხით, სუსტ ცეცხლზე 20 წუთით აადუღეთ, 40 წუთით დააყენეთ. ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამის მიუხედავად დალიეთ. კურსი – 2 კვირიდან 2-4 თვემდე.

  • მენსტრუაციული ციკლის დარღვევა. ზაფხულის სეზონში 2 ს/კ ბალახის წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ დალიეთ. ასე ციკლს დაარეგულირებთ და გულის მუშაობას გააუმჯობესებთ.

  • ბუასილი. 1 ს/კ ბალახს 1 ჭიქა წყალი დაასხით, 15 წუთით ადუღეთ, 45 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. 1 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ (მაღალი მჟავიანობის მქონე გასტრიტის დროს არ შეიძლება).

წაიკითხეთ სრულად