კარტოფილი შამფურზე, რომელიც ხორცის მწვადზე სწრაფად შეიჭმება!
დღეს ჩვენი რედაქცია გიზიარებთ უგემრიელეს საპიკნიკე რეცეპტს - კარტოფილის მწვადს. გასაოცარია, მაგრამ მხოლოდ სამი ინგრედიენტისგანაც კი შესაძლებელია ამგვარი კულინარიული შედევრის დამზადება, დაგვერწმუნეთ ის ხორცის მწვადზე სწრაფად შეიჭმება.
კარტოფილის მწვადს არ სჭირდება წინასწარი დალბობა ან დამარინადება, ის მზადდება იაფი პროდუქტისგან და ძალიან უყვართ ბავშვებს. ბუნებაში დასვენების მოყვარულებმა აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს მარტივი და გემრიელი რეცეპტი.
მთავარ ინგრედიენტაც თქვენ დაგჭირდებათ ძალიან პატარა ახალი კარტოფილი, რომელსაც დიდად არავინ ეტანება, ამის გამო მას საკმაოდ იაფად ყიდიან.
თქვენი კერძის მეორე მნიშვნელოვანი შემადგენელია - მარილიანი ლორი. ცხელი ნაკვერჩხალი გაადნობს ლორს და ის თავისი არომატით და გემოთი გააჯერებს კარტოფილს. ხოლო უკვე შემწვარი ლორი კი გემრიელად იხრაშულებს კარტოფილთან ერთად.
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:

კარტოფილის მწვადი

- 1 კგ კარტოფილი
- 300 გრ ლორი
- მარილი და პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
- კარგად გარეცხეთ კარტოფილი, მისი გათლა საჭირო არ არის. ჩამოაჭერით კიდეები, რომ კატოფილი მჭიდროდ მიეკროს ლორის ნაჭრებს.
- დაჭერით ლორი პატარა ნაჭრებად, ისინი კატოფილის ნაჭრებზე ცოტა მაღალი უნდა იყოს.
- კატოფილი მოჭრილი კიდეებით ჩააწეთ მარილში.
- მორიგეობით წამოაცვით შამფურზე ლორი და კარტოფილი. შამფურის ბოლოებზე აუცილებლად ლორი უნდა დარჩეს.
- თითოეული კატოფილი ჩაჭერით თითქმის შამფურამდე 5-6 სანტიმეტრით, ამის შემდეგ ამოაბრუნეთ კატფოფილი და ჩაჭერით მეორე მხრიდან.
- მოაყარეთ მარილი, შეწვის პროცესისას მუდმივად ატრიალეთ შამფური ის სულ რაღაც 15-20 წუთში მომადდება.
- ამის შემდეგ აიღეთ შამფური ცეცხლიდან და შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ.
- ლორის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბეკონი, ამ შემთხვევაში არომატი უფრო სასიამოვნო იქნება. სამაგიეროდ ლორით უფრო წვნიანი გამოდის.