სამკურნალო მცენარეთა ნაკრები, რომელიც თვალისჩინს შეგინარჩუნებთ...
მესამე ჯგუფის ინვალიდი ვარ. საკმაოდ მაღალი ხარისხის მიოპია მაქვს - მინუს 18! ბოლო ხანს კი თვალწინ თითქოს რაღაც ლაქები და რგოლებიც მიტრიალებს, ზოგჯერ ქუჩაზე გადასვლისაც კი მეშინია. სუსტი მხედველობის გამო დავკარგე სამსახურიც. ამის გამო სულით დავეცი, სულ იმაზე ვფიქრობდი, რა მელოდა. ყველას ჩემს პრობლემას შევჩიოდი. ერთმა ნაცნობმა მირჩია, დავმშვიდებულიყავი და უპირველეს ყოვლისა რაციონი დამეტვირთა A ვიტამინის შემცველი პროდუქტებით: სტაფილოთი, მწვანე ხახვით, რძით, ყველით, შავი მოცხარით. მანვე მასწავლა პიტნისგან წამლის მომზადება. თურმე პიტნა უხსოვარი დროიდან გამოიყენება თვალისჩინის შესანარჩუნებლად და სამკურნალოდ.
პიტნა თვალისჩინს შეგინარჩუნებთ
პიტნა თვალისჩინს შეგინარჩუნებთ
- წამლის მოსამზადებლად უნდა გამოწუროთ პიტნის მწვანე ფოთლების წვენი, დაუმატოთ იმავე ოდენობის წყალი და ნატურალური თაფლი და კარგად აურიოთ, მერე კი ყოველ დილა-საღამოს ორივე თვალში ჩაიწვეთოთ 2-2 წვეთი. ორთვიანი მკურნალობის შემდეგ თვალწინ მორბენალი ლაქები და რგოლები გამიქრა და ამოვისუნთქე. ახლა დარაჯად ვმუშაობ. არცთუ ისე სახარბიელო სამსახურია, მაგრამ სულ არარაობას ნამდვილად სჯობს.
კარგია მცენარეებისგან მომზადებული ჩაიც: - აიღეთ ერთი წლის ფიჭვის დაქუცმაცებული წიწვები - 4,5 სუფრის კოვზი, ასკილის დაქუცმაცებული ნაყოფი - 2 სუფრის კოვზი და ხახვის დაქუცმაცებული ნაფცქვენი - 4-5 სუფრის კოვზი, ჩაყარეთ ყველაფერი ეს ლიტრიან ჭურჭელში, დაასხით იმდენი წყალი, რომ ჭურჭელი პირამდე აივსოს, მიიყვანეთ დუღილამდე, შემდეგ შეფუთეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. დილით გაწურეთ და სვით სურვილისამებრ, 0,5 ლ-მდე დღეში. მკურნალობის კურსი 4 თვეა.