შევაჩეროთ კატარაქტა. იმკურნალეთ ამ საშუალებით და ბურუსი აუცილებლად გაიფანტება
ერთ დღეს თვალწინ ყვითელი ლაქები გამიჩნდა. მოგვიანებით მარჯვენა თვალში ციმციმი დამეწყო, თითქოს სხვადასხვა ფერის ელექტრულ სამკუთხედებს ვხედავდი. ეს დაახლოებით 20 წუთი გრძელდებოდა, მომდევნო 2 საათი კი თავის ტკივილი მტანჯავდა. შევამჩნიე, რომ ეს ამინდის ძლიერ ცვლილებას ემთხვეოდა. თავდაპირველად შაკიკი მეგონა, მაგრამ ექიმმა კატარაქტის დიაგნოზი დამისვა. მოვიძიე ლიტერატურა, წავიკითხე და გავარკვიე, რომ კატარაქტა ბროლის შემღვრევაა, რომელიც ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგია და უმეტესად ასაკოვან ხალხს ემართება.
მე და ჩემი მეგობრები ვხუმრობდით, კატარაქტა ხანში შესულებს იმიტომ ემართებათ, რომ მომავალში სასიხარულოს ვეღარაფერს ხედავენო. ასეა თუ ისე, რაკი არსებობს დაავადება, აუცილებელია მისი მკურნალობაც, ჰოდა, მეც ასე მოვიქეცი.
მე და ჩემი მეგობრები ვხუმრობდით, კატარაქტა ხანში შესულებს იმიტომ ემართებათ, რომ მომავალში სასიხარულოს ვეღარაფერს ხედავენო. ასეა თუ ისე, რაკი არსებობს დაავადება, აუცილებელია მისი მკურნალობაც, ჰოდა, მეც ასე მოვიქეცი.
- თავდაპირველად, ახლობლების რჩევით, თვალში თაფლის ჩაწვეთება დავიწყე. თაფლი აქტიური ბიოგენური სტიმულატორია, რომელიც ძალზე სასარგებლოა კატარაქტისა და გლაუკომის საწყის სტადიაში. 7-10 დღის განმავლობაში ყოველ დილით ქვედა ქუთუთოში 1 წვეთი ნატურალური თაფლი უნდა ჩაიწვეთოთ, შემდეგ 1 კვირა შეისვენოთ და კურსი გაიმეოროთ. ასე განაგრძეთ, ვიდრე უკეთესობას არ შეამჩნევთ. გაფრთხილებთ, პროცედურა საკმაოდ მტკივნეულია, თაფლის ჩაწვეთების შემდგომ თვალი წითლდება, ამიტომ უმჯობესია, გამოიყენოთ თეთრი აკაციის თაფლი, რომელიც ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებს და, ამასთან, ნაკლებალერგიულია. როგორც კატარაქტის, ასევე ნებისმიერი სხვა ტიპის მხედველობის დაქვეითებისას ძალზე სასარგებლოა დიდი რაოდენობით მწვანე ჩაის სმა, თუ, რა თქმა უნდა, ჰიპერტონიული დაავადება ამაში ხელს არ გიშლით.
პარალელურად აუცილებელია ასეთი პროცედურების ჩატარებაც: - მწვანე ჩაის ნახარშში უნდა დაასველოთ ბამბის 4 ტამპონი, თბილი ტამპონები დაიდოთ თვალებზე 2-3 წუთით, შემდგომ მოიშოროთ და თვალებზე ყინულის კუბები დაიდოთ. ასე უნდა შეუნაცვლოთ ერთმანეთს ჩაის საფენები და კუბები 2-3-ჯერ. პროცედურა ყინულის კუბებით უნდა დაამთავროთ. ერთი კვირა იტარებთ პროცედურას, ერთი კვირა ისვენებთ. იმეორებთ 7-9-ჯერ, მდგომარეობისამებრ. კურსის გამეორება შეგიძლიათ 6 თვის შემდეგ. არ დაიზაროთ, იმკურნალეთ და ბურუსი აუცილებლად გაიფანტება.