როგორ ვუმკურნალოთ ციროზს მარტივი ხალხური რეცეპტით
მაქვს ღვიძლის ციროზი, პერიოდულად მუცლის ღრუში მიგროვდებოდა ხოლმე მცირე რაოდენობით სითხე. ვმკურნალობ ექიმის მეთვალყურეობით, მაგრამ მდგომარეობა მაინც არ მაქვს დამაკმაყოფილებელი. ნაცნობმა მასწავლა ძალიან მარტივი რეცეპტი. ვიფიქრე, ამან რა უნდა მარგოს-მეთქი, მაგრამ მაინც გავაკეთე. უკეთესობა ვიგრძენი. რაც ნაყენის სმა დავიწყე, სითხე არ ჩამდგომია, ისედაც მსუბუქად ვარ, სიმძიმის შეგრძნება მომეხსნა.
ნაყენის მოსამზადებლად დაგვჭირდება:
მომზადების და გამოყენების წესი:
აიღეთ 2 ს/კ ასკილი და 1 ს/კ დაქუცმაცებული ჭინჭრის ფოთლები და დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და წამოადუღეთ 2 წთ. თავდახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში. შემდეგ გადმოდგით, შეაგრილეთ და მიიღეთ ღვინის ჭიქით ( 100 გრ ) 3-ჯერ დღეში. წამლის მიღების შემდეგ შარდი გაძლიერებულად წამოვა და არ შეგეშინდეთ. მკურნალობის კურსი 3 კვირაა. ერთი- ორი კვირის შემდეგ შესვენების შემდეგ გაიმეორეთ.
ექიმის კომენტარი:
რეცეპტში შემავალი ორივე მცენარე მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, სხვადასხვა ვიტამინებით, განსაკუთრებით - C ვიტამინით.
ასკილის ნაყოფი და მისი პრეპარატები მნიშვნელოვნად ზრდის ჟანგვა- აღდგენით პროცესებს, ასატიმულირებს მავნე ფაქტორთა წინააღმდეგ ორგანიზმის ბრძოლის უნარს, გარდა ამისა, აძლიერებს ქსოვილთა რეგენერაციას ( აღდგენას ), ჰორმონთა სინთეზს, დადებითად მოქმედებს ნახშირწყლოვან ცვლაზე, სისხლძარღვთა გამტარობაზე და ა.შ. აგრეთვე, აქვს ანტიანთებითი, ნაღველმდენი და შარდმდენი თვისებები. რაც შეეხება ჭინჭარს, მასში შემავალი ნივთიერებები აწესრიგებს ორგანიზმში ცხიმოვან ცვლას, ასტიმულირებს ერითროციტების წარმოქმნას, აგრეთვე, ღვიძლში პროთრომბინის სინთეზს. აქვს ნაღველმდენი, ანტიანთებითი თვისებები. აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის რეგენერაციის პროცესებს. ჭინჭარი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ასტიმულირებს დაზიანებული ქსოვილების გრანულაციას და ეპითელიზაციას.
დასასრულს მცენარეთა ყველა ზემოთ აღნიშნული ეფექტი საბოლოო ჯამში მოაწესრიგებს იმ პათოლოგიურ რგოლს, რაც ღვიძლის ციროზის დროს ვითარდება.
ნაყენის მოსამზადებლად დაგვჭირდება:
- 2 ს/კ ასკილი
- 1 ს/კ ჭინჭარი