რა სამკურნალო რჩევებს გვაძლევს ხალხური მედიცინა ღვიძლის ციროზის სამკურნალოდ.

რა სამკურნალო რჩევებს გვაძლევს  ხალხური მედიცინა ღვიძლის ციროზის სამკურნალოდ.
ციროზი ღვიძლის - ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა: ხასიათდება მისი ქსოვილების დაზიანებითა და დაღუპვით, ღვიძლის წყობისა და ფუნქციის დარღვევით.
ციროზის მკურნალობა ხანგრძლივია; გამწვავების პერიოდში ის ტარდება აუცილებლად საავადმყოფოში. სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომელსაც ექიმი ნიშნავს, დიდი მნიშვნელობა აქვს სრულფასოვან ცილოვან - ვიტამინიზირებულ კვებას ცხიმებისა და სუფრის მარილის შეზღუდვით; საკვები უნდა შეიცავდეს ადვილად მოსანელებელ ნახშირწყლებს. რეკომენდებულია რძის პროდუქტები, მოხარშული ხორცი და თევზი, ბოსტნეული, ხილი, წვენები.

რეკომენდაციები და რჩევები ღვიძლის ციროზის სამკურნალოდ:

ნაკრებები

  • მხოხავი ჭანგას ფესურა - 20 გრ, ჭინჭრის ფოთლები - 10 გრ, ასკილის ნაყოფი - 20 გრ. 1 ს/კ ნარევი დათუთქეთ 1 ჭიქა მდუღარე წყლით, დააყენეთ 1 სთ-ით. სვით თითო ჭიქა 2-3-ჯერ დღეში.

  • მინდვრის შვიტას ბალახი, ნასვრეტებიანი კრაზანას ბალახი, ჩვეულებრივი ვარდკაჭაჭას ფესვი, ფარსმანდუკის ბალახი თითოეული - 25 გრ. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1ჭიქა წყალი, ორთქლში გაატარეთ 20 წთ, შემდეგ ადუღეთ 10-15 წთ და გაწურეთ. შესვით 1 ჭიქა დღის განმავლობაში.

რჩევა
ქალის რძეში აურიეთ თეთრი ფქვილი. მიიღეთ დილით და საღამოთი უზმოზე თითო ს/კ.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური