ჩემმა უფროსმა მეგობარმა მირჩია, დამამშვიდებელი ჩაის მიღება კლიმაქტერულ პერიოდში, რომელიც ძალიან მომიხდა
კლიმაქსი (მენოპაუზა) - ქალებს აშინებთ. აშინებთ ალები, განწყობის ცვალებადობა, გარეგნობის გაუარესება. ბევრს კლიმაქსზე საუბარიც კი ეჩოთირება და მხოლოდ უახლოეს ადამიანებთან თუ ჩამოაგდებს სიტყვას ამ მტკივნეულ საკითხზე. ყოველივე ეს არასაკმარისი ცოდნით არის განპირობებული. პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ კლიმაქსი დაავადება კი არა, ქალის ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობაა. ბევრს ეს ტრაგედიად მიაჩნია, რადგან ჰგონიათ, რომ ამის შემდეგ ქალი ქალის ფუნქციას კარგავს. ეს მცდარი წარმოდგენა - მენოპაუზის დროს ქალი კარგავს მხოლოდ შვილოსნობის უნარს და არა ყველა ქალურ თვისებას.
რამდენიმე წლის წინ მეც დამეწყო უჩვეულო მოვლენები: წამომახურებდა, ოფლი დამასხამდა, გული ამიჩქარდებოდა, აუხსნელი შფოთვა და მოუსვენრობა მეუფლებოდა, ზოგჯერ უმიზეზოდ ვბრაზდებოდი, ზოგჯერ კი გული ამიჩუყდებოდა ხოლმე და ცრემლად ვიღვრებოდი. მივედი ექიმთან. მან ყურადღებით მომისმინა და ამიხსნა, რომ ეს ყველაფერი კლიმაქსის ბრალი იყო, თან ათასნაირი დამამშვიდებელი თუ ჰორმონალური პრეპარატი გამომიწერა. მეგობარმა, რომელიც ჩემზე რამდენიმე წლით უფროსია და ყველაფერი გამოვლილი აქვს, მირჩია ბუნებრივი საშულებები მეცადა. მისი რეცეპტები ძალიან მომიხდა, ამიტომ სიამოვნებით გასწავლით თქვენც:

- აიღეთ 2 სუფრის კოვზი კრაზანა, ამდენივე ბარამბო, 1 სუფრის კოვზი სვია, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ, გადაწურეთ და დალიეთ ძილის წინ.
თუ ჩაი მოგბეზრდათ, შეგიძლიათ, ინგრედიენტების თანაფარდობა თქვენი გემოვნებისა და შეხედულებისამებრ ცვალოთ. - ძლიერი ოფლიანობისას კარგია სალბის ჩაი. ის ასე მზადდება: 3 ჩაის კოვზ სალბის ფოთოლს დაასხით 250 გრ მდუღარე წყალი და თავდახურული ჭურჭლით 5 წუთის განმავლობაში ადუღეთ ნელ ცეცხლზე. მიიღეთ ძილის წინ 2 ჭიქა.