ამ ნაყენის დახმარებით მოწევას თავი დავანებე, უკვე 5 წელია თამბაქოს აღარ გავკარებივარ
სიგარეტს 16 წლიდან ვეწევი. ახლა 41 წლის ვარ. ამ ხნის განმავლობაში მქონია პერიოდები, როდესაც ამ მავნე ჩვევისთვის თავი 2 - 3 თვეც კი დამინებებია, მაგრამ შემდეგ რაღაც კვლავ მისკენ მიბიძგებდა. ბოლოს ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე და მივყევი დინებას. ერთ ზამთარს ძლიერ გავცივდი. გრიპი ფილტვების ანთებით გამირთულდა, თანაც ისეთი ხარისხის ანთებით, რომ ორივე ფილტვის მესამედიღა ფუნქციონირებდა. ექიმებმა თამბაქოს მოწევა კატეგორიულად ამიკრძალეს. თავადაც ვხვდებოდი ამის აუცილებლობას და ავადმყოფობის პერიოდში სიგარეტს არ გავკარებივარ, გამოჯანმრთელებიდან 2 თვის შემდეგ კი, უკეთესობა ვიგრძენი თუ არა, კვლავ დავიწყე მოწევა.
ამის გამო მეუღლესთან უთანხმოებაც კი მომივიდა. ბოლოს ერთმა მეგობარმა მრავალძარღვას წამალი მირჩია, რომელიც თავად გამოეცადა და კმაყოფილი იყო. რეცეპტი მეუღლეს მივუტანე და მკურნალობაც მალევე დავიწყე. თავდაპირველად ოდნავ გამიჭირდა,რამდენიმე დღეში კი მოწევის სურვილი თავისთავად გამიქრა. უკვე 5 წელია, თამბაქოს აღარ გავკარებივარ, თავს უკეთ ვგრძნობ და ბიუჯეტსაც აღარ ვაზარალებ.
რეცეპტი ასეთია:
მრავალძარღვას ნორჩი ფოთლები ჩაყარეთ მინის ჭიქაში, დაასხით იმდენი არაყი, რომ ფოთლები დაიფაროს, დააფარეთ შუშა და დადგით მზეზე. 2 კვირის შემდეგ სითხე ჭურჭელში გადაასხით. ეს ჭურჭელი მუდამ თან იქონიეთ ნატეხ შაქართან ერთად. მოწევის სურვილი გაგიჩნდებათ თუ არა, შაქარზე მრავალძარღვას ნაყენი დააწვეთეთ და მოწუწნეთ. რამდენიმე ხნის შემდეგ (ორგანიზმის ინდივიდუალური თვისებების გათვალისწინებით) მოწევის სურვილი ქრება, ხოლო სიგარეტის კვამლი არასასიამოვნო გახდება და გულისრევასაც კი გამოიწვევს.