ბალზამი რომელიც დაგეხმარებათ აღიდგინოთ ძალები ძლიერი სტრესისა და დეპრესიის შემდეგ
ბალზამი, რომლის რეცეპტიც მინდა შემოგთავაზოთ, არაერთხელ გამომიცდია როგორც საკუთარ თავზე, ასევე ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე. ის ძლიერი სტრესისა და ხანგრძლივი დეპრესიის შემდეგ ორგანიზმს ძალების სწრაფად აღდგენაში ეხმარება.
- აიღეთ 1 კგ კაკალი, გაარჩიეთ და დაასხით მდუღარე წყალი. 5 წუთის შემდეგ გადაწურეთ და გაატარეთ ხორცსაკეპში. გატარებული ნიგოზი ჩაყარეთ სამლიტრიან ქილაში, დააყარეთ 1 კგ შაქარის ფხვნილი, დაასხით 1 ლიტრი არაყი და 3 დღით დადგით. ურიეთ ხშირად. სამი დღის შემდეგ სითხე გადაასხათ სხვა ჭურჭელში, ნიგოზს კვლავ დაასხით 1 ლიტრი არაყი და ისევ 3 დადგით. 3 დღის შემდეგ ისიც სხვა ჭურჭელში გადაასხით.
იგივე გააკეთეთ მესამედაც. შემდეგ სამივე ნაყენი ერთმანეთში აურიეთ. წამლის კომპონენტების ოდენობა შეგიძლიათ შეამციროთ, ოღონდ ისე, რომ თანაფარდობა არ დაირღვეს. ნაყენი ჩაასხით მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში. სვით თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე, ოღონდ დალევამდე ჭურჭელი აუცილებლად შეანჯანჯღარეთ.
ნევროზის დროს მოგიხდებათ - აიღეთ თანაბარი რაოდენობით გველის სურო, პიტნა და ფითრი, 200-გრამიანი ბოთლი სანახევროდ ამ ნარევით შეავსეთ, სანახევროდ - სპირტით და ბნელ, გრილ ადგილას დადგით. 5 დღეში წამალი მზადაა. უნდა მიიღოთ 7-7 წვეთი დღეში სამჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე, ცოტაოდენ წყალში გახსნილი.
- უნდა აიღოთ 1 სადილის კოვზი გამომშრალი და დაქუცმაცებული მინდვრის პიტნის ფოთოლი და დაასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ჭიქა კარგად უნდა შეფუთოთ და 20 წუთი გააჩეროთ. შემდეგ გახსნათ და გადაწუროთ.
მიღებული ნაყენი ორად უნდა გაყოთ. ნახევარს - დილით, ნახევარს კი საღამოს უნდა დაასხათ ადუღებული წყალი და ჩაისავით დალიოთ. ნაყენის სმის პერიოდში სასურველია თავი შეიკავოთ თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელისგან.