თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, შიმშილი გამოსავალი არაა. ზედმეტი კილოგრამება გაქრება და ჯანმრთელობა გაუმჯობესდება

თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, შიმშილი გამოსავალი არაა. ზედმეტი კილოგრამება გაქრება და ჯანმრთელობა გაუმჯობესდება
თუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გიცდიათ წონის დაკლება, კარგად გეცოდინებათ, თუ რამდენად რთული და მტანჯველი პროცედურაა ეს. როგორც წესი, ადამიანების უმრავლესობა სასურველი ფიგურის მოსაპოვებლად სხვადასხვა მკაცრ დიეტებს მიმართავს, რის შედეგადაც მათი ჯანმრთელობა საგრძნობლად ზიანდება, ხოლო მკაცრი შეზღუდვების შედეგად დაკლებული კილოგრამები - უკან ბუმერანგის პრინციპით ბრუნდება. საბედნიეროდ, არსებობს ერთი მარტივი გზა მინიმალური შეზღუდვებით ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად, რომლის შესახებაც დღეს ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ.

სელის თესლი - ჩვენი ორგანიზმისთვის საოცრად სასარგებლო ნატურალური პროდუქტი, რომელიც გვიწყობს ხელს ორგანიზმის გაწმენდაში და ზედმეტი კილოგრამებიწს მოშორებაში. რა თქმა უნდა, უამრავ ადამიანს არაერთხელ სმენია მოცემული პროდუქტის სასარგებლო თვისებების შესახებ, თუმცა ძალიან ცოტა მათგანს გამოუცდია მისი ეფექტი საკუთარ თავზე.



სელის თესლი მსხვილი ნაწლავის გასაწმენდად და წონის დასაკლებად

  • ამ პროდუქტში შემავალი სასარგებლო კომპონენტები ეფექტურად წმენდს ორგანიზმს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ანელებს ორგანიზმში მიმდინარე დაჟანგვით პროცესებს.

  • მას იღებენ როგორც მთლიანი თესლების, ასევე ფხვნილის სახითაც. დილით, უზმოზე სელის ფხვნილის მიღება ყავასთან ან კეფირთან ერთად არაჩვეულებრივი გზაა ორგანიზმის ენერგიით მოსამარაგებლად და მის გასაჯანსაღებლად. ცნობისთვის, სელის თესლის ფქვილისგან ამზადებენ პურსაც.



  • სელის თესლი არა მხოლოდ მრავალი დაავადების მკურნალი ნატურალური პროდუქტია, არამედ გვიწყობს ხელს ოპტიმალური წონის მოპოვებაში.

  • ეს პროდუქტი წარმოადგენს სასარგებლო მიკრო და მაკროელემენტების ერთ-ერთ უდიდეს ბუნებრივ წყაროს. სელის თესლი მდიდარია პოლიგაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავებით, რომელთა წყალობით ორგანიზმი საათივით გამართულად მუშაობს. გარდა ამისა, სწორედ გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავები წარმოადგენს ლამაზი, ჯანსაღი კანისა და თმის საწინდარს.



  • ძალზედ სასარგებლოა სელის თესლის რეგულარულად მიღება იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მსხვილ ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. კუჭში მოხვედრისას თესლების გარსი იწყებს დაბერვას და წარმოიქმნება ლორწოვანი სახის სტრუქტურა, რომელიც აუმჯობესებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას, წმენდს მას ტოქსინებისგან და წიდებისგან.

  • გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, სელის თესლი სწრაფად გვანიჭებს სინაყრის შეგრძნებას და ხანგრძლივი დროით გვინარჩუნებს მას. ეს ნიშნავს, რომ თქვენ მარტივად შეძლებთ მადის გაკონტროლებას და ასე თავიდან აირიდებთ ზედმეტი კალორიების მიღებას, რაც ლამაზი ფიგურისა და ოპტიმალური წონის საწინდარია.



  • თუ თქვენ სელის თესლს სწორად მიიღებთ, ყოველგვარი შეზღუდვებისა და მკაცრი დიეტების დაცვის გარეშე შეძლებთ ერთ თვეში დაახლოებით 3 კილოგრამის დაკლებას. ამ შედეგის მისაღებად რეკომენდებულია ყოველ დილას კეფირში ან ნატურალურ იოგურტში 1 სუფრის კოვზი დაფქული სელის თესლის ჩამატება და მისი მირთმევა.

  • ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი წონის დასაკლებად სელის თესლით 10 დღიანი კურსის ჩატარება, ხოლო შემდეგ - 10 დღიანი შესვენების გაკეთებაა. ყოველივე ამის პარალელურად აუცილებელია ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება, რათა თავიდან ავირიდოთ ყაბზობა.



დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ საუკეთესო გზას სელის თესლის მისაღებად, რათა მოახერხოთ ჯანმრთელობის გაუმჯობესება და წონის დაკლება. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება.



ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა (200 მლ) უცხიმო კეფირი;
  • დაფქული სელის თესლი.

მიღების წესი:

1-ლი კვირა

ყოველ დილას მიიღეთ 1 ჭიქა კეფირში გახსნილი 1 ჩაის კოვზი დაფქული სელის თესლი.

მე-2 კვირა

1 ჭიქა კეფირში ჩაამატეთ 2 ჩაის კოვზი სელის თესლის ფქვილი.

მე-3 კვირა

1 ჭიქა კეფირში ჩაამატეთ 3 ჩაის კოვზი სელის თესლის ფქვილი.

მიიღეთ ეს ნარევი საუზმის ნაცვლად და უკვე 3 კვირაში საოცარ ცვლილებებს შენიშნავთ. 3 კვირიანი კურსის შემდეგ რეკომენდებულია მინიმუმ 10 დღიანი შესვენების გაკეთება და სურვილისამებრ, კურსი გამეორება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ კომენტარების ველით.
დამატებითი ინფორმაცია (1)
admin თარითი:19 თებერვალი 2018 19:36
სელის აღწერა - მწვანე აფთიაქი
სელის თესლის სასარგებლო თვისებები

სელი არსებობს როგორც ერთწლიანი ასევე მრავალწლიანი ჯიშებიც. სელის დაახლოებით 100 – ზე მეტი სახეობა არსებობს. მაგრამ სელი რომელსაც იყენებენ სამკურნალოდ და ცხოველების საკვებად არის ერთწლიანი მცვენარე. სელს თავდაპირველად იყენებდნენ, ანუ მის ღეროს, ძაფის ან თოკის დასაწნავად. მისი ღეროს სიმაღლე მერყეობს 30 – 60 სანტიმეტრამდე. მისი სამშობლოს დადგენა არც თუ ისე ადვილია, ამიტომ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მისი სამშობლო შესაძლოა იყოს სამხრეთი შუაზღვისპირეთი. მას ასევე იყენებენ საქონლის საკვებად.

სელის თესლის ქიმიური შემადგენლობა - 100 გრამი სელის თესლი შეიცავს 534 კკალ
საკვები ნივთიერებები: - ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მცენარეული ბოჭკო, ავლი, წყალი, მონო და დისაქარიდები, გაჯერებული ცხიმოვანი მჟავები.
ვიტამინები: - A, B1, B2, B5, B6, B9, C, E, PP, K, ხოლინი, PB, Ca, Mg
მიკრო ელემენტები - რკინა, ცინკი, სპილენძი, მარგანეცი, სელენი.
მაკრო ელემენტები - კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი.

ასევე სელის თესლი შეიცავს ომეგა 3, ომეგა 6, ომეგა 9 და ანტიოქსიდანტებს. ასევე სელის თესლში არის სისმსივნის საწინააღმდეგო ნივთიერება lignans. როგორც ომეგა 3 სამი ასევე lignans ითვლებიან სიმსივნის საწინააღმდეგო ნივთიერებები. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ნივთიერება სელენი, ის ხელს უშლის სიმსივნის წარმოშობას ორგანიზმში.

სელის თესლის ფარმაკოლოგიური თვისებები
ნაწლავები. საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრის შემდეგ, სელის თესლი იწყებს გაჯირჯვებას ანუ გაფართოვებას. რის შედეგადაც ის აწვება ნაწლავის კედლებზე არსებულ ნარჩენებს როგორიც არის, ფეკალური ქვები, ხრწნის შედეგად დარჩენილი ტოქსიკური ნარჩენები და შლაკები. ის მათ აწვება და მექანიკური ზემომოქმედების შედეგად გამოდევნის გარეთ. ამიტომ

კატეგორიულად იკრძალება მისი გამოყენება კუჭში გაუვალობის შემთხვევაში.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი. ნაწლავების გასუფთავების შედეგად მათი კედლები ხდება უფრო ელასტიური და მოძრავი, რის შედეგადაც ისი უკეთესად ატარებენ საკვებს. გარად ამისა სელის თესლი გამოყოფს სპეციალურ ლორწოს რომლითაც ფარავს კუჭისა და ნაწლავების ზედაპირს. ეს ლორწო იცავს მთელ საჭმლის მომნელებელ ტრაქტს უარყოფითი ზემოქმედებისგან, ხსნის ანთებებს, ასევე ეხმარება წყლულების და ეროზიების შეხორცებაში. ამიტომ თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება რომლის გამოც ყოველდღიურად მოიხმართ წამალს, სანამ დაიწყებთ სელის თესლის მიღებას გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია რადგან შეიძლება იმ ლორწოს გამო რომელსაც გამოყოფს სელის თესლი შემცირდეს მისი შეწოვა ნაწლავებიდან.

საფაღარათო საშუალება. სელის თესლი დიდი ხანია ცნობილია თავისი საფაღარათო მოქმედებით. თუმცა ბევრი ცნობილი და ეფექტური სააფთიაქო სუშუალებებისგან განსხვავებით მისი მოქმედება არის რბილი და თანაც არ აზიანებს ნაწლავებს და მის მიკროფლორას.

აქვეითებს მადას. სელის თესლი მდიდარია ბოჭკოთი. რომელიც როგორც კი ხვდება კუჭში ჯირჯვდება ანუ ფართოვდება და ავსებს მის სიცარიელეს. ეს კი იწვევს დანაყრების შეგრძნებას. შედეგად ეს ეხმარება ადამიანს აღარ მიიღოს ზედმეტი საჭმელი. გარდა ამისა ის მდიდარია უჯერი ცხიმებით როგორიც არის ომეგა 3. ესეც ეხმარება ბოჭკოს გამოიწვიოს დანაყრების შეგრძნებას

მოქმედება ორგანიზმზე
1. აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს.
2. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
3. წარმოადგენს ძლიერ პროფილაქტიკურ საშუალებას გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისთვის.
4 . ხანგრძლივი გამოყენების შედეგად რეგულირდება მაღალი წნევა.
5. მცირდება თრომბების და ინფარქტის განვითარების რისკი.
6. მისი ხანგრძლივი გამოყენება აღადგენს კუჭ–ნაწლავის მიშაობას.
7. ამცირებს ანთებით პროცესებს ორგანიზმში.
8. ასევე ეხმარება ორგანიზმს განთავისუფლდეს მძიმე მეტალებისგან.
9. სელის თესლი არის საუკეთესო საშუალება სისმსივნის და სისმსივნური წარმონაქმნების წინააღმდეგ.

სელის თესლი / გამოყენება / დოზირება
დიდი განსხვავება არ არის მკურნალობის მიზნით იყენებთ სელის თესლს თუ გახდომის მიზნით. მთავარია ზუსტად დაიცვათ დოზები და მიღების ხანგრძლიბვობა.

მაქსიმალური რაოდენობა რომელსაც გვირჩევენ სპეციალისტები არის 50 გრამი ანუ 4 სუფრის კოვზი სელის თესლი. თუმცა ყველას არ შეუძლია ამ დოზირებით მისი მიღება. რადგან ასეთმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის პრობლემები. ამიტომ გამოცდილი დიეტოლოგები და ექიმები გვირჩევენ 24 საათის განმავლობაში მივიღოთ 1 სუფრის კოვზი სელის თესლი.

მართალია თესლის მიღება მარცვლების სახით სასრგებლოა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ სელის დაფქვილი თესლები (ფქვილი) გაცილებით სასარგებლოა ვიდრე პირდაპირი მათი მიღება. რადგან დაფქვილი მარცვლები უფრო კარგად შეიწოვება ნაწლავებიდან.

არ დაგავიწყდეთ!!! მისი მიღების დროს უნდა გაზარდოთ სითხის მიღების რაოდენობა 2 ლიტრამდე დღეღამეში. ეს არის წარმატების და ჯანმრთელობის გაუმჯობესების აუცილებელი პირობა.

რასთან ერთად მივირთვათ სელის თესლი?
მისი ჭამა შეიძლება ფაფებთან ერთად. ასევე შეიძლება მისი მარცვლების ჩაყრა მაწონში, შეგიძლიათ გაურიოთ ცომში და ისე გამოაცხოთ რამე. გაურიეთ თაფლში, მურაბაში და ა. შ. მთავარია გახსოვდეთ მისი გამოყენების პრინციპი, ვადები და დოზები, ასევე ის, რომ სელის თესლი არის ბუნებრივი საკვები და მისი გამოყენება შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით.

კურსის ხანგრძლივობა:
კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი დიეტოლოგის ან ექიმის რეცეპტით აპირებთ მის გამოყენებას საკვებად.

უკუჩვენება
არ გამოიყენოთ საკვებად დღეში 1 სუფრის კოვზზე მეტი. რადგან ის დიდი რაოდენობით შეიცავს სელისს ზეთს და შეიძლება ღვილის არეში აღინიშნოს უსიამოვნო შეგრძნება.
ზოგიერთ ადამიანს აღენიშნება მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი, ამ შემთხვევაში დაიწყეთ მცირე დოზებით და 10 დღიანი ინტერვალებით გაზარდეთ დოზა.
ქვების არსებობის შემთხვევაში, შარდის ბუშტში, ნაღვლის ბუშტში, ხოლეცისტიტის და პანკრიატიტის შემთხვევაში ფრთხილად უნდა გამოიყენოთ სელის თესლი, რადგან ის ძლიერი ნათღველ–მდენი საშუალებაა.

არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაცვიის პერიოდში.
შესაძლებელია ალერგიული რეაქცია.
ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა.
კატეგორიულად იკრძალება მისი გამოყენება კუჭში გაუვალობის შემთხვევაში.
ასევე არ დაიწყოთ მისი მიღება ხოლეცისტიტის შემთხვევაში.
არ მიიღოთ ნაწლავების დიარეის შემთხვევაში.
ენდომეტრიტის დროს (საშვილოსნოს დაავადება) არ მიიღოთ.
დივერტიკულიტის დროს არ მიიღოთ.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დროს არ მიიღოთ.
პროდუქტისადმი აუტანლობა (ინდივიდუალური).
ალერგიული რეაქციის შემთხვევაში შეწყვიტეთ მისი მიღება.