ვერ იკლებთ წონას? მსხვილი ნაწლავის ასეთი წმენდის შემდეგ გახდომა გარდაუვალია
ადამიანებს, რომელთაც მიზნად გახდომა აქვთ დასახული, ხშირად არ ყოფნით მოთმინება, რადგან წონის დაკლება - საკმაოდ რთული პროცესია, რომელსაც რამდენიმე თვე უნდა ველოდოთ, რათა სასურველი შედეგი მივიღოთ. იმის გამო, რომ თვალსაჩინო შედეგები მყისიერად შესამჩნევი არ არის, ჩვენ ხშირად ვნებდებით და დაწყებულ საქმეს შუა გზაზე ვტოვებთ, რის შედეგადაც დაკლებული ორი კილოგრამი უკან ბუმერანგის პრინციპით გვიბრუნდება.
რა უნდა მოვიმოქმედოთ ასეთ შემთხვევაში? ადამიანების უმრავლესობა საკითხს არასწორად უდგება. გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული ჩვენგანის ორგანიზმი ინდივიდუალურია და ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა ვერ ახერხებს ზოგიერთი საკვების სრულფასოვნად გადამუშავებას, მსხვილ ნაწლავში იწყებს დაგროვებას ჭარბი რაოდენობით ლორწო. სწორედ ასე იქმნება ხელსაყრელი გარემო და პირობა ტოქსინებისა და წიდების დაგროვებისთვის, რასაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ სერიოზულ პრობლემამდე მივყავართ, მათ შორის გაცხიმოვნებამდეც კი.
თუ თქვენ მკაცრი დიეტების დაცვის მიუხედავად ზედმეტ კილოგრამებს მაინც ვერ იშორებთ, პრობლემის გადაჭრის გზა სწორედ მსხვილი ნაწლავის გაწმენდაში უნდა ეძებოთ. ასე თქვენ არა მხოლოდ გაიუმჯობესებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობას, არამედ რამდენჯერმე დააჩქარებთ წონის კლების პროცესს.
მაშ ასე, როგორ მოვახერხოთ მსხვილი ნაწლავის დეტოქსიკაცია, გაწმენდა? პირველ რიგში, აუცილებელია უჯრედისით მდიდარი პროდუქტების კვების რაციონში ჩამატება.
ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი ვაშლია, რომელიც გარდა ორგანიზმის გაწმენდისა არაჩვეულებრივად გვანაყრებს, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ფაქტი, რომ მოცემული ხილი იწვევს ყაბზობას. ამ მოვლენის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ლიტრი წყლის მიღება.
ვაშლის, სელისა და ჩიას თესლის კომბინირებით მიღებული საშუალება, რომელის დამზადებასაც დღევანდელ სტატიაში გასწავლით, საუკეთესოა ორგანიზმის გასაჯანსაღებლად და გასაწმენდაც. მეტიც, მოცემული რეცეპტი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელ სისტემას სასარგებლო საკვები ნივთიერებების უკეთ შთანთქმაში.
ინგრედიენტები:
მომზადებისა და გამოყენების წესი:
ბლენდერის გამოყენებით მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა თითოული ინგრედიენტისგან, გარდა ჩიას თესლისა. მიღებულ ნარევში ჩაამატეთ ჩიას თესლი და დააყოვნეთ დაახლოებით 5 წუთით.
გაყავით მიღებული მასა 2 ულუფად. პირველი ულუფა მიიღეთ დილით, უზმოზე, ხოლო მეორე ულუფა - საღამოს 8 საათზე. კურსის ხანგრძლივობა - 3 კვირა.

- 1 ვაშლი;
- 1 ს.კ. სელის თესლი;
- 1 ს.კ. ჩიას თესლი;
- 1 ჩ.კ. თაფლი;
- 1 ჭიქა (200 მლ) წყალი.