რა სიკეთე მოაქვს ვაშლს ჩვენი ჯანმრთელობისათვის. ეს ყველამ უნდა იცოდეთ!
ვაშლის სიკეთის შესახებ, ალბათ ყველას გსმენიათ, მაგრამ მინდა, რამდენიმე საინტერესო რეცეპტი მოგაწოდოთ:
ექიმის კომენტარი:
გვინდა, შეგახსენოთ, რომ კენჭოვანი დაავადების თვიტმკურნალობისას დიდი სიფრთხილე გმართებთ, რადგან შესაძლოა დაძრული კენჭი საშარდე გზებში გაიჭედოს და მდგომარეობა გაამწვავოს, ან მოძრავმა კენჭმა დააზიანოს საშარდე გზების შიგნითა ზედაპირი და ხელი შეუწყოს ინფექციის განვითარებას.
- ტვინის უჯრედების კვებას აუმჯობესებს გახეხილი ვაშლის , ლიმონის წვენის , კაკლისა და თაფლის ნარევი, რომელიც ასე მზადდება: 300 გრ გახეხილ ვაშლს შეურიეთ 2 ს/კ ლიმონის წვენი, ამდენივე თაფლი და გატარეული ნიგოზი.
ვაშლის ძმარი არაჩვეულებრივი პროფილაქტიკური საშუალებაა ვენების ვარიკოზული გაგანიერების, კანის დაავადებების, ანგინის და სხვა პათოლოგიის დროს.
- მოზრდილმა ადამიანმა რეგულარულად უნდა მიიღოს ვაშლის ძმრის წყალხსნარი (2 ჩ/კ ვაშლის ძმარი გახსენით 1ჩ/ჭ წყალში, დაუმატეთ 1ჩ/ კ თაფლი ). სვით დღეში ორჯერ, თითო ჩ/კ. ამ ხსნარის ყოველდღიური მიღება გაგიძლიერებთ იმუნიტეტს, დაგიცავთ გაცივებისაგან, ხოლო თუ დილაობით რეგულარულად დალევთ ერთი ჭიქა წყალში გაზავებულ 1ჩ/კ ზმარს, მაშინ ღრმა სიბერემდე შეინარჩუნებთ უნაკლო მხედველობას.
- თირკმელებში წვრილი კენჭების არსებობისას სასარგებლოა ვაშლის წვენით მკურნალობა. უნდა გამოწუროთ მწიფე, ტკბილი ვაშლის წვენი. მკურნალობის კურსი ასეთია: პირველ დღეს დილის 8 საათზე დალიეთ 1 ჭიქა ( 250 მლ ) ვაშლის წვენი. შემდეგ ყოველ 2 საათში სვით 2-2 ჭიქა, ბოლო ულუფა უნდა მიიღოთ 20 საათზე. მეორე დღეს წვენი იმავე სქემით სვით. ამ დღეებში არაფერი უნდა ჭამოთ. მესამე დღეს დილის 8 საათზე დალიეთ 2 ჭიქა წვენი, ნახევარ საათში კი- 100 მლ პროვანსული ზეთი და მაშინვე მიაყოლეთ 1ჭიქა წვენი. დაახლოებით 1-2 საათში წვრილი კენჭები და ქვიშა დაიწყებს გამოსვლას თირკმლებიდან.
ექიმის კომენტარი:
გვინდა, შეგახსენოთ, რომ კენჭოვანი დაავადების თვიტმკურნალობისას დიდი სიფრთხილე გმართებთ, რადგან შესაძლოა დაძრული კენჭი საშარდე გზებში გაიჭედოს და მდგომარეობა გაამწვავოს, ან მოძრავმა კენჭმა დააზიანოს საშარდე გზების შიგნითა ზედაპირი და ხელი შეუწყოს ინფექციის განვითარებას.