ამ უებარი რეცეპტების დახმარებით გრიპი და გაციება ვერაფერს დაგაკლებთ

ამ უებარი რეცეპტების დახმარებით გრიპი და გაციება ვერაფერს დაგაკლებთ
აცივდება თუ არა, რესპირატორულ-ვირუსული ინფექციები იღვიძებენ და ავადმყოფების რაოდენობაც კატასტროფულად იზრდება. ასეა ყოველ წელს, ამიტომ დროა, ჭკუა ვისწავლოთ და ზამთარს მომზადებულები შევხვდეთ - ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ გრიპის დროს, რათა მოთენთილობა, სურდო და სხეულის ტეხა გაჩენამდე გავაქროთ. მსურს, იმ საშუალების შესახებ გამცნოთ, რომელსაც ამაში ბადალი არ მოეპოვება. ეს წამალი პირშუშხისა და თაფლისგან მზადდება. მომზადების წესი ასეთია:

  • უნდა აიღოთ პირშუშხას ფესვები, გაარჩიოთ, კარგად გარეცხოთ და ხორცსაკეპ მანქანაში გაატაროთ. გატარებისას არ დაგავიწყდეთ, მანქანის თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვათ, რადგან თუ პირშუშხას ფიტონციდები ჰაერში გაიბნა, შესაძლოა, თვალები მარტო თქვენ კი არა, მეზობელ ოთახებში მყოფებსაც შეუშუპდეთ. გატარებული მასა უნდა გადაიღოთ ქილაში, დაამატოთ სულ ცოტა ანადუღარი თბილი წყალი, მჭიდროდ დაახუროთ სახურავი და 5-6 საათით სიბნელეში დადგათ, შემდეგ გამოწუროთ და წვენში იმავე ოდენობის ნატურალური თაფლი აურიოთ. უნდა მიიღოთ დილა-საღამოს თითო სადილის კოვზი.
    შეგიძლიათ ერთბაშად მოამზადოთ ბერვი ნარევი და შეინახოთ, რათა გრიპისა და გაციებისგან მთელი ზამთარი დაზღვეული იყოთ.

  • აიღეთ 2 კბილი ნიორი და 2 ცალი ლიმონი, გახეხეთ, კარგად აურიეთ ერთმანეთში და დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი. დადგით სიბნელეში, ოთახის ტემპერატურაზე, 3 დღით, შემდეგ გადაწურეთ და მაცივარში შედგით. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ყოველ დილით, უზმოზე.

  • აიღეთ საშუალო ზომის ხახვი, გახეხეთ, მიღებული ფაფა მოათავსეთ ორფა დოლბანდზე და 10 წუთით დაიდეთ ცხვირზე (კანი რომ არ დაგწვათ, ცხვირზე წინასწარ წაისვით მცენარეული ზეთი). ეს პროცედურა დღე - ღამეში 3-ჯერ ჩაიტარეთ.

  • პატარა ქვაბში ჩაასხით 15 სუფრის კოვზი არაყი და დადგით ბნელ ცეცხლზე. როცა წამოდუღდება, დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ჩაი, ქვაბს თავი დაახურეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. გაციებისას ერთი ყლუპი თბილი ნაყენი მიიღეთ ერთი ჩაის კოვზ თაფლთან ერთად. სიცხეც რომ გქონდეთ, დილით თავს კარგად იგრძნობთ.
    მკურნალობის ეს მარტივი მეთოდი ბევრჯერ გამოვცადე და შედეგს არასოდეს დაუყოვნებია, ამიტომ თქვენც თამამად გირჩევთ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი