რამდენიმე საშუალება, რომელიც ზამთრისპირზე ორგანიზმს აკაჟებს. გაკაჟებულ ორგანიზმს გრიპის ვირუსი ვერაფერს აკლებს.
ხშირად გაგვიგონია, რომ გრიპის ეპიდემიის დროს ზოგიერთ ოჯახში ყველა ხდება ავად, ზოგიერთში კი - მხოლოდ ერთი - ორი კაცი. ეს აშკარა საბუთია იმისა, რომ გაკაჟებულ ორგანიზმს გრიპის ვირუსი ვერაფერს აკლებს.
ხანგრძლივი ძიების შემდეგ, როგორც იქნა, მივაგენი რამდენიმე საშუალებას, რომელიც ზამთრისპირზე ორგანიზმს აკაჟებს. დიდი სიამოვნებით გაგაცნობთ მათ რეცეპტებს:
ხანგრძლივი ძიების შემდეგ, როგორც იქნა, მივაგენი რამდენიმე საშუალებას, რომელიც ზამთრისპირზე ორგანიზმს აკაჟებს. დიდი სიამოვნებით გაგაცნობთ მათ რეცეპტებს:
- ნახევარი ლიმონი კანიანად დაჭერით წვრილად და ნახევარლიტრიან ქილაში ჩაყარეთ, დაამატეთ 2-3 კბილი დანაყილი ნიორი და დაასხით ანადუღარი თბილი წყალი. ქილა 4 დღით დადგით სიბნელეში, შემდეგ კი მაცივარში მოათავსეთ. ეს ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ, უზმოზე, ჭამამდე 20 წუთით ადრე, 1 სადილს კოვზი, არ დაგავიწყდეთ - მიღებამდე ქილას კარგად უნდა ამოურიოთ.
- აიღეთ 2 სადილის კოვზი მანანის ბურღული, დაასხით 1 ლიტრი წყალი, ადუღეთ 10 -15 წუთს, შეფუთეთ და დადგით მთელი ღამის განმავლობაში. დილით ნარევი გაფილტრეთ და ჩაისავით დალიეთ. სვით წყლის მაგივრადაც, როცა მოგწყურდებათ. მკურნალობის სრული კურსი 2 თვეა, თუმცა ორკვირიანი შესვენების შემდეგ მისი გამეორება შეგიძლიათ.
- 2 წილი წითელი მოცვის ნაყოფი, 3 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 3 წილი ასკილის ნაყოფი უნდა დააქუცმაცოთ და კარგად აურიოთ ერთმანეთში. 4 ჩაის კოვზ ნარევს უნდა დაასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და 3 -4 საათს გააჩეროთ. შემდეგ ნაყენი უნდა გაფილტროთ, გაყოთ 4 ტოლ ნაწილად და მიიღოთ დღეში 4 - ჯერ, თითო მიღებაზე - თითო ულუფა.
- ძალიან შედეგიანია ნაძვის წიწვებისგან მომზადებული წამალი. აიღეთ 4 ჭიქა წიწვი და დაასხით 3 ჭიქა ანადუღარი გაგრილებული წყალი, დაამატეთ 2 ჩაის კოვზი მარილმჟავას ხსნარი (1:20). დააყენეთ სიბნელეში, შემდეგ კი გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 2 - ჯერ. შეგიძლიათ, ოდნავ დაატკბოთ შაქრით.