როგორ დავაღწიოთ თავი ნერვულ სტრესსა და აღგზნებადობას. ხალხური მედიცინა გვირჩევს.
დეპრესიული მდგომარეობისას, ნერვული სისტემის დაუძლურებისა და ღონის გამოცლისას, ხალხურ მედიცინაში იყენებენ ნერვული სისტემის გამაჯანსაღებელ საშუალებებს, მაგრამ ისინი უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ.
ხალხური მედიცინის საშუალებები, რომლებიც ხელს უწყობენ ნერვული სისტემის გამაგრებას.
ხალხური მედიცინის საშუალებები, რომლებიც ხელს უწყობენ ნერვული სისტემის გამაგრებას.
- მიიღეთ ყვავილის თაფლი დღე - ღამეში 100 – 120 გრ 1 – 2 თვის განმავლობაში. დილით და საღამოს 30 გრ, სადილის შემდეგ 40 – 60 გრ. ძილის წინ ნახევარი სთ - ით ადრე მარგებელია დალიოთ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი 1 ს/კ თაფლთან. რეკომენდებულია გულის ნევროზების, ნევრასთენიის, ისტერიის, უძილობის დროს.
- მიიღეთ ფხვნილი ლიმონის ხის გამხმარი ნაყოფისა და თესლისგან 0,5 გრ 15 – 30 წთ - ით ადრე ჭამამდე 2 – 3 - ჯერ დღეში. თაფლი მიირთვით ჭამის დროს ( შეიძლება სასმელის სახითაც ) 20 – 25 გრ დღეში.
რეკომენდებულია როგორც მასტიმულირებელი და მატონიზირებელი საშუალება გონებრივი და ფიზიკური დაღლილობისას, დეპრესიული მდგომარეობისას, მძინარობისას და აგრეთვე მხედველობის სიმახვილის გასაძლიერებლად. - სამკურნალო - პროფილაქტიკური პროცედურისთვის გთავაზობთ კრაზანას წვენის გამოყენებას თაფლთან შეთავსებით:
წვენი გამოწურეთ ივნის - ივლისში ახლად აყვავილებული მცენარისგან. მიიღეთ თითო ს/კ წვენი და თაფლი 3 - ჯერ დღეში ჭამამდე. წვენი წარმოადგენს ნერვების დამაწყნარებელ ეფექტურ საშუალებას, აუმჯობესებს კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. რეკომენდებულია დეპრესიისა და ორგანიზმის გამოფიტვის დროს ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობის შემდეგ. - სუსტი ნერვების სამკურნალოდ სასარგებლოა ტანი დავიზილოთ დილაობით წყლით, რომელსაც უნდა დაემატოს 1 ჩ/კ სუფრის მარილი მეოთხედ ლიტრა წყალში.
- დეპრესიას შველის ნახარში ბაღის პიტნის ფოთლებისგან. 1 ს/კ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა ანადუღარი წყალი, ადუღეთ 10 წთ, გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ ჭიქის მეოთხედი ნახარში დილით და საღამოს სხვადასხვა ნერვული აშლილობისას და უძილობის დროს.