აი, როგორ უნდა მოიქცეთ ბუასილი რომ არ გაგირთულდეთ
ჩვენებური სამზარეულოს წყალობით ჩვენს მხარეში ოჯახს ვერ ნახავთ, ერთი წევრი მაინც რომ არ უჩიოდეს სწორი ნაწლავის ამა თუ იმ დაავადებას. ყველაზე მეტად ბუასილი გვტანჯავს, ამიტომ რომელიმე ჩვენგანი რამე ახალ რეცეპტს შეიტყობს თუ არა, მაშინვე ყველას უზიარებს. რამდენიმე წლის განმავლობაში საკმაო გამოცდილება დაგვიგროვდა და ადვილად ვიცილებთ თავიდან ბუასილის გართულებებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს უმწარებს სიცოცხლეს.
- აიღეთ 2-3 სუფერის კოვზი გვირილის ყვავილი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 1 სააათს გააჩერეთ და გადაწურეთ. დაიდეთ ამ ნაყენის საფენები ჰემოროიდულ კვანძებზე, ვიდრე სულმთლად არ შეგიხორცდებათ.
- გათლილი კარტოფილისგან გამოჭერით სწორი ნაწლავის სანათურის ფორმის სანთლები და ყოველ საღამოს, ძილის წინ, უკანა ტანში გაიკეთეთ, ოღონდ წინასწარ აუცილებლად გამოირეცხეთ სწორი ნაწლავი ცივი წყლით.
- დააქუცმაცეთ ფარსმანდუკი, ჩაყარეთ მინის ქილაში და დაასხით სპირტი, დატოვეთ 2 კვირა. მიიღეთ სწორი ნაწლავიდან სისხლდენისას, 30 წუთი, გაზავებული ცოტაოდენი წყლით, დღეში 3-ჯერ. რამდენიმე დღეში სისხლდენა შეწყდება.
- სწორი ნაწლავიდან სისხლდენისას ასევე კარგია ჭინჭარი და ძახველი.
- ჭინჭრის 2 სუფრის კოვზ მშრალ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე და 1 საათს გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ ნახევარ - ნახევარი ჭიქა დღეში 2-ჯერ.
- 4 ჩაის კოვზ ძახველის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და 30 წუთს ადუღეთ, გადაწურეთ და ანადუღარი წყლით საწყის მოცულობამდე შეავსეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.