ქუსლებზე გაუხეშებულ კანს ასე მოიშუშებთ
ზამთრობით დახეთქილი ქუსლები მაინცდამაინც არ გვაწუხებს ( თუ არ გვტკივა), მაგრამ ზაფხულობით, როდესაც ღია ფეხსაცმელზე გადავდივართ, პრობლემა ერთბაშად მწვავდება. მე მას შემდეგი რეცეპტების საშუალებით ვუმკლავდები:
- გვაწუხებს ( თუ არ გვტკივა), მაგრამ ზაფხულობით, როდესაც ღია ფეხსაცმელზე გადავდივართ, პრობლემა ერთბაშად მწვავდება. მე მას შემდეგი რეცეპტების საშუალებით ვუმკლავდები:
- აიღეთ ალოე და 1 კვირით სიგრილეში (უმჯობესია, სარდაფში) დადგით. ოპტიმალურია 5-6 გრადუსი ტემპერატურა. შემდეგ რამდენიმე ფოთოლი მოაჭერით, კარგად გაიწმინდეთ.
- ძილის წინ დაიბანეთ ფეხები, ქუსლებზე წაისვით სარეცხი საპონი და დილამდე დაიტოვეთ. დილით თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ჩაიტარეთ იმდენი პროცედურა, რამდენიც დაგჭირდებათ.
- აიღეთ 2 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ტუხტის ფესვი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 0,5 ლიტრი ოთახის ტემპერატურის წყალი, დაახურეთ ოთახის ტემპერატურამდე გააცივეთ, დაასველეთ მასში დოლბანდის ხელსახოცები და ნახევარი საათით დაიდეთ ქუსლებზე. პროცედურა ჩაიტარეთ დღეში ორჯერ - დილა-საღამოს.
- საღამოს კარგად დაიორთქლეთ ფეხები, გაიმშრალეთ, აიღეთ ჩვეულებრივი მაღაზიის არაჟანი, წაუსვით 4-5-კეც დოლბანდს და მიიდეთ ქუსლებზე. ზემოდან ამოიცვით ცელოფანის პარკი, მერე - წინდები და დაიძინეთ. დილით ფეხები დაიბანეთ.
ეს პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ საღამოს. მე ერთ კვირაში ყველაფერმა გამიარა. - მოხარშეთ შვრიის ფაფა, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი სელის ზეთი და მოათავსეთ ცელოფნის 2 პაკეტში. ფაფიანი პაკეტები ამოიცვით ტერფებზე, ზემოდან შემოიხვიეთ შალის ნაჭერი ან 2-2,5 საათს დაიტოვეთ. შემდეგ ფეხები თბილი წყლით დაიბანეთ და რბილი პირსახოცით გაიმშრალეთ. 2-3 პროცედურის შემდეგ ქუსლები მოგიშუშდებათ.