დახეთქილ ქუსლებს, შემდეგი მარტივი ნარევის დახმარებით გაუმკლავდებით!
ზამთრობით დახეთქილი ქუსლები მაინცდამაინც არ გვაწუხებს ( თუ არ გვტკივა ), მაგრამ ზაფხულობით, როდესაც ღია ფეხსაცმელზე გადავდივართ, პრობლემა ერთბაშად მწვავდება. მე მას შემდეგი ნარევის საშუალებით ვუმკლავდები:
დაგვჭირდება:
მომზადების და გამოყენების წესი:
აიღეთ ალოე და 1 კვირით სიგრილეში ( უმჯობესია, სარდაფში ) დადგათ. ოპტიმალურია 5 - 6 გრადუსი ტემპერატურა. შემდეგ რამდენიმე ფოთოლი მოაჭერით, გარეცხეთ, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გამოწურეთ. გამონაწურს შეურიეთ 3 წილი თაფლი, წაუსვით დოლბანდზე და დახეთქილ ქუსლებზე დაიდეთ. შეიძლება, მთელი ღამის განმავლობაშიც დაიტოვოთ. დილით კი გარქოვანებული ადგილები მოიშორეთ, მიიღეთ ფეხის აბაზანა და წაისვით კრემი.
ექიმის კომენტარი:
ეს პრობლემა მართლაც ზაფხულში უფრო აქტუალურია, თუმცა თუ ზამთარში კანს სათანადოდ მოუვლით, წლის თბილ სეზონში ნაკლები პრობლემები შეგექმნებათ.
მედიცინაში ალოეს გამოყენება ხდება ძირითადად სამი სახით: მშრალი წვენის - საბრის, ახალი წვენისა და პრეპარატების სახით.
საბრი შეიცავს საფაღარათო ანტრაგლიკოზიდებს და ფისებს. ალოეს ახალი წვენი ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. დაჩირქებული ჭრილობებისა და დამწვრობის დროს იდებენ ალოეს წვენში დასველებულ დოლბანდს ან პირდაპირ იწვეთებენ წვენს დაზიანებულ ადგილას.
ალოეს წვენს თაფლთან ერთად იდებენ დანარტყამ ადგილებზე, ხოლო ღვინოსთან შერეული წვენი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ გამოიყენება. მის წვენს თაფლთან და კარაქთან ერთად იყენებენ ტუბერკულოზის, ბრონქიტების, საერთო სისუსტის დროს.
დაგვჭირდება:
- ალოეს რამდენიმე ფოთოლი
- 3 წილი თაფლი
- დოლბანდი