დაუბრუნეთ თქვენს სახის კანს ახალგაზრდობა, უმარტივესი მკვებავი ნიღბების დახმარებით
ნიღაბი არის ფაფისებური მასა, რომელსაც ისვამენ ან იდებენ სახეზე. მისი სასარგებლო მოქმედება იცოდნენ ქალებმა უძველესი დროიდან, რომლის საშუალებით ინარჩუნებდნენ ახალგაზრდულ იერს.
თავისი მოქმედებით ნიღაბი შეიძლება იყოს მკვებავი, დამარბილებელი, მადენზინფიცირებელი, გამათეთრებელი, გამწმენდი და სხვა.
გთავაზობთ უმარტივეს და უნიკალურ ნიღბებს, რომლებიც ნამდვილად დაუბრუნებს ახალგაზრდულ იერს თქვენი სახის კანს:
თავისი მოქმედებით ნიღაბი შეიძლება იყოს მკვებავი, დამარბილებელი, მადენზინფიცირებელი, გამათეთრებელი, გამწმენდი და სხვა.
გთავაზობთ უმარტივეს და უნიკალურ ნიღბებს, რომლებიც ნამდვილად დაუბრუნებს ახალგაზრდულ იერს თქვენი სახის კანს:
- სახეს ახალგაზრდობა რომ დაუბრუნოთ, დაიდეთ მკვებავი ნიღაბი: 1 ს/კ ხაჭოს დაუმატეთ 1 ჩ/კ ზღვის მარილი და წაისვით სახეზე, 15 - 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ - ცივი წყლით.
- ნებისმიერი მწიფე ხილის რბილობი წაისვით სახეზე, 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. კანი ახალგაზრდა და მკვრივი გახდება.
- სახის კანის გასაწმენდად 0,5 ჩ/ჭ ნაღებს, ნაყენს, ან არაჟანს, დაუმატეთ 350 გრ სუფრის მარილი. ძლიერი, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ეს მასა კანში. შემდეგ ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით. კანი მკვრივი და ელასტიკური გახდება.
- კოსმეტიკის სფეროში ფართო გამოყენება აქვს თაფლს - როგორც სუფთა სახით, ასევე, სხვა ნივთიერებებთან ერთად.
- 1 უმი კვერცხის გულს დაუმატეთ 1 ს/კ თაფლი, ან გლიცერინი და აურიეთ. მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 10 - 15 წთ. ჩამოიბანეთ ჩვეულებრივი წყლით. ეს ნიღაბი რეკომენდებულია მშრალი კანის დროს, ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას.
- 100 გრ თაფლს შეურიეთ 1 ლიმონის წვენი. მიღებული მასა თხელ ფენად წაისვით სახის კანზე და გაიჩერეთ 10 - 15 წთ. ჩამოიბანეთ ცივი წყლით. რეკომენდებულია მშრალი და ნორმალური კანის დროს.
- აურიეთ 2 -2 ს/კ წყალი და სპირტი და დაუმატეთ 100 გრ ოდნავ შემთბარი თაფლი. ყველაფერი კარგად აურიეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 10 - 15 წთ. ეს ნიღაბი წმენდს კანს, ადეზინფიცირებს და არბილებს მას.
- სახის კანისთვის ძალიან სასარგებლოა თაფლიანი წყალი. 1 ს/კ თაფლი გააზავეთ 2 ჩ/ჭ თბილ წყალში. 5-7 წუთის განმავლობაში ამ წყლით დაიბანეთ სახე, უმჯობესია საღამოს. საპონი არ გამოიყენოთ. თაფლიანი წყალი კვებავს კანს და ასე თუ ისე ასწორებს ნაოჭებს.
- ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის: აიღეთ კრაზანას ბალახი - 1 წილი, მჟაუნას ფოთოლი - 1 წილი, ვირისტერფას ფოთოლი - 1 წილი, გულყვითელას ყვავილი - 1 წილი. მცენარეები დააქუცმაცეთ და დაასხით მდუღარე წყალი თანაფარდობით 1:2 გამოიყენეთ ისევე, როგორც წინა რეცეპტშია აღწერილი.