როგორ ავწიოთ სისხლში ჰემოგლობინის დონე
რამდენჯერაც არ ჩავაბარე სისხლის საერთო ანალიზი, იმდენჯერ მითხრეს, ჰემოგლობინის მაჩვენებელი დაქვეითებული გაქვსო. ეს გენეტიკას მიაწერა, ზოგმა კი ჩემი ცხოვრების წესითა და კვების არანორმალური რეჟიმით ახსნა. ბოლოს დაღლილმა ისევ ხალხურ მედიცინას მივმართე და გავარკვიე, რომ ანემიის დროს ძალიან კარგი ყოფილა გაფცქვნილი თხილი და თაფლი.
სიგამხდრისას კარგია ასეთი ნარევი:
- დიდად დამეხმარა ასკილიც. 25 გ გამომშრალი ნაყოფი მოხარშეთ და დღეში 3-ჯერ ჩაისავით სვით. გნებავთ დაატკბეთ, გნებავთ უშაქროდ მიირთვით.
- აიღეთ 1 ჭიქა შვრია, დაასხით 3 ჭიქა წყალი და ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში 2-ჯერ.
- აიღეთ 200 -200 გრამი კაკაოს ფხვნილი და ღორის მუცლის ქონი და გაადნეთ ნელ ცეცხლზე. ვიდრე ადუღდება, განუწყვეტლივ ურიეთ, რომ არ მიიწვას. შემდეგ გადადგით და გააცივეთ. ბოლოს მინის ქილაში მოათავსეთ და გრილ ადგილას შეინახეთ.
დღეში 3-4-ჯერ თითო ჩაის კოვზი გახსენით 1 ჩაის ჭიქა ცხელ რძეში და დალიეთ. წამალმა ზოგჯერ კუჭის შეკვრა იცის. ასეთ დროს მისი ამ თვისების გასანეიტრალებლად უმი ხილი და ბოსტნეული უნდა მიირთვათ. ეს სასმელი ანემიას ძალიან უხდება.
სიგამხდრისას კარგია ასეთი ნარევი:
- აიღეთ 400 გრამი ღორის მუცლის ქონი და 6 ცალი მწვანე ვაშლი. ვაშლი კანიანად დაჭერით პატარა ნაჭრებად, ქონში შეურიეთ და ნელ ცეცხლზე გაადნეთ.
- ცალკე აიღეთ 12 კვერცხის გული და შეათქვიფეთ 1 ჩაის ჭიქა შაქარი. თქვიფეთ თეთრი მასის მიღებამდე. დაამატეთ 400 გრამი გახეხილი შოკოლადი.
- ვაშლთან ერთად გამდნარი ქონი საცერში გაატარეთ და მიღებული მასა შეურიეთ ათქვეფილ კვერცხის გულს. წაუსვით პურზე და მიირთვით ყოველი ჭამისას (დღეში 3-4-ჯერ). აუცილებლად დააყოლეთ ცხელი რძე. ამ ნარევის საშუალებით კვირაში 1-2 კგ-ს მოიმატებთ.