გაიწმინდეთ სახე მუწუკებისგან, მოცემული ხალხური რეცეპტებით. შედეგს თავად ნახავთ
გაწუხებთ მუწუკები? გსურთ, რომ ლამაზი და მოვლილი სახის კანი გქონდეთ? მაშინ მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ხალხურ რეცეპტს. არ დაიზაროთ, ეს მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგართმევთ, ხოლო შედეგს თავავ ნახავთ.
- კარგად აურიეთ ერთმანეთში 1 სადილის კოვზი თაფლი, 3 წვეთი იოდი, ამდენივე წყალბადის ზეჟანგი და 2 ჩაის კოვზი ალოეს წვენი. მიღებული სახის ნიღაბი დაიდეთ სახეზე. გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით. გაიმშრალეთ სახე სუფთა პირსახოცით.
- გამოიყენეთ კვერცხის ცილა - პროტეინებით მდიდარი კვერცხის ცილის ნიღაბი განკურნავს და აღადგენს თქვენს კანს. კვერცხის გულისგან განაცალკევეთ ცილა და წაისვით სუფთა სახეზე, დაიტოვეთ თხუთმეტი წუთით და ჩამოიბანეთ.
- გამოიყენეთ შვრიის ფაფა - მოამზადეთ შვრიის ფაფა (წყლით, შაქარს ნუ დაუმატებთ) და სუფთა სახეზე დაიდეთ ნიღაბივით. გაიჩერეთ 10-15 წუთით და ჩამოიბანეთ. შედეგს რამდენიმე პროცედურის შემდეგ შენიშავთ.
თუ წითელი ფერიმჭამელები გაწუხებთ - აიღეთ ოროვანდის ფესვები, გათქვიფეთ ისე, რომ მიიღოთ ფაფისებრი მასა, 2 სუფრის კოვზს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი კოსმეტიკური გლიცერინი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 კვერცხის გული. კარგად აურიეთ, წაისვით სახეზე საღამოს და დაიტოვეთ მთელი ღამით. დილას მოიწმინდეთ ლიმონის წვენით და წაისვით დღის კრემი. ძალიან კარგი იქნება, თუ პარალელურად მიიღებთ ბალახეულ ნაყენს: აიღეთ ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთი. დააყენეთ 8 საათი, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.