ექიმები გვირჩევენ, იმუნიტეტის გასაძლიერებლად ვიხმაროთ ძველი, გამოცდილი ხალხური საშუალებები
ზამთარში, ამინდის ცვლილებასთან ერთად, ადამიანის იმუნიტეტი ქვეითდება. ექიმები გვირჩევენ, იმუნიტეტის გასაძლიერებლად "სასწაულმოქმედი" წამლების მაგიერ ვიხმაროთ ძველი, გამოცდილი ხალხური საშუალებები, რომლებიც არაერთ თაობას დაეხმარა:
ნიორი: ყოელდღე ან დღეგამოშვებით შეჭამეთ თითო კბილი ნიორი. 2-3 დანაყულ ნივრის კბილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 40 წუთი. შემდეგ წყალში გახსნილი 4-5 წვეთი ნაყენი გამოივლეთ ყელში.
ცირცელი: 2 ს/კ გამხმარ ცირცელის ნაყოფს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე, გააჩერეთ 20 წუთი, გაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჩ/ჭ 3-3-ჯერ დღეში. ცირცელის სამკურნალო თვისებებს აუმჯობესებს თაფლი.
წითელი ფერის საკვები: მაგალითად, ესპანელები იმუნიტეტის გასაძლიერებად მიირთმევენ წითელ ხორცს, ღვიძლს, თირკმლებს და ცხიმიან წითელ თევზს. გარნირად იყენებენ ზეითუნის ზეთით შენელებულ სტაფილოს, წითელ წიწაკას, პომიდორს და სვამენ ერთ ჭიქა წითელ ღვინოს.

- ძალიან კარგია ჭარხლის წვენისა და თაფლის ნარევი: გამოწურეთ 1/2 ჩაის ჭიქა ჭარხლის წვენი, დაამატეთ 2 ჩაის კოვზი თაფლი, კარგად ამოურიეთ, გაყავით 2 თანაბარ ულუფად და მიიღეთ დილა-საღამოს. ყოველდღე მოამზადეთ ახალ-ახალი.
- ეფექტურია ასეთი ნარევიც: 1 ჩაის ჭიქა თაფლს შეურიეთ ჭარხლის, სტაფილოს, 2 ცალი ლიმონის, პირშუშხას ახალგამოწურული წვენი და 30 მლ არაყი. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 30 დღეა. 2 თვის შემდეგ აუცილებლად გაიმეორეთ. წამალი შეინახეთ მაცივარში.
- ორთქლის აბაზანაზე კარგად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიოთ ერთმანეთში 100 გრამი თაფლი, ამდენივე ზეითუნის ზეთი, ერთი ლიმონის წვენი, 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი, 50-70 მლ შტოშის წვენი და მიიღოთ ყოველდღე თითო სუფრის კოვზი, სანამ თავს უკეთ არ იგრძნობთ.