თუ თქვენ ატყობთ, რომ საკვებმა გაწყინათ, გამოიყენეთ ხალხური საშუალებები და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ
თუ პატარა ბავშვები გყავთ, შინ ყოველთვის უნდა გქონდეთ ისეთი მცენარეების მარაგი, რომელთაც შემბოჭავი მოქმედება აქვთ. ასეთია კრაზანა, ავშანი, გვირილა, კალენდულა, მუხის ქერქი, ასკილი, მარწყვის ფოთლები და ფესვები, მრვალძარღვა. ამას მას შემდეგ მივხვდი, რაც აგარაკზე მთელ ოჯახს წინა დღის გაკეთებულმა ბადრიჯანმა გვაწყინა და საშინელი ფაღარათი დაგვემართა. კიდევ კარგი, მეზობელმა ქალმა მოგვისწრო და გვასწავლა, როგორ მოვქცეულიყავით. მისი რეცეპტების წყალობით მთელი ოჯახი თითქოს მკვდრეთით აღვდექით. ახლა კი მინდა, გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ:
- ძლიერი კვებითი მოწამვლის დროს, პირველ რიგში, აუცილებელია კუჭის ამორეცხვა. ავადმყოფს მიეცით რაც შეიძლება მეტი სითხე, სასმელი ან ზემოთ ჩამოთვლილი ბალახების ნაყენი (1/2 ჭიქა დღეში რამდენჯერმე). ერთი - ორი დღის შემდეგ ნაწლავების მოქმედება სავსებით აღდგება, გაქრება ტკივილი, გულისრევა, საჭმლის აუტანლობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დიეტის დაცვა აუცილებელია.
- თუ საკვებით მოწამვლას თან ახლავს პირღებინებაც, დალიეთ 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი ერთი ჭიქა წყალზე, ყლუპ-ყლუპად ყოველი 5 წუთის შემდეგ, მთელი ჭიქის გამოსაცლელად დაგჭირდებათ 4 საათი.
- მეორე ჭიქის დასაცლელად გაზარდეთ დოზა და მიიღეთ 2 ჩაის კოვზი ყოველი 5 წუთის შემდეგ.
- მესამე ჭიქა მოამზადეთ და დალიეთ თანდათანობით, პატარ-პატარა ყლუპებად 15 წუთის შუალედებით.
- დილით თუ ფაღარათი და გულისრევა გაგაღვიძებთ, უნდა შეეცადოთ მოიწესრიგოთ კუჭ-ნაწლავის მუშაობა, მიიღეთ წყალთან შეზავებული ვაშლის ძმარი დღე-ღამის განმავლობაში. ვახშისას უნდა მიირთვათ ცოტაოდენი ადვილად ასათვისებელი საკვები. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის რეგულირებისთვის ორი ან სამი დღის განმავლობაში უნდა სვათ თითო ჭიქა ნარევი ყოველი ჭამის დროს.