83 წლის ქალის გულისამაჩუყებელი წერილი, რომელიც მან დაქალს მისწერა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი - მუდმივი რბოლაა. ადამიანები დევნიან პრესტიჟულ სამუშაოს, იდეალურ გარეგნობას, ფასდაკლებებს. ამ საგიჟეთში არ რჩება დრო რომ გაჩერდნენ, მთელი გულით ჩაისუნთქონ, თვალები გაახილონ და ბოლოს და ბოლოს გაიაზრონ, თუ ირგვლივ სამყარო რამდენად მშვენიერია. და კარგია, თუ ამას საერთოდ მიხვდებით, თუნდაც 83 წლის ასაკში. FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ მასალას, რომელზეც დაფიქრება ნამდვილად ღირს. ეს 83 წლის ქალის წერილია, რომელიც მან დაქალს მისწერა.
"ძვირფასო ბერტა,
უფრო მეტ დროს ვუთმობ კითხვას და ნაკლებს - დალაგებას. ვტკბები ბაღის ყურებით, მომაბეზრებელ სარეველებს კი ვჭრი. გადავწყვიტე სამუშაო დრო შევამცირო და ეს დრო ახლობელ ადამიანებს მივუძღვნა.
ცხოვრება სიამოვნებისთვის მოგვენიჭა და არა იმისთვის, რომ მსხვერპლი გავიღოთ. ყველაფერი თავიდან გავიაზრე და ახლა ყოველ წამს ვაფასებ. ახლა ძვირფასი ფაიფურის სერვისი და ბროლის ჭურჭელი არ ელოდება განსაკუთრებულ შემთხვევას, რადგან ახლა ჩემს ცხოვრებაში თითოეული შემთხვევა განსაკუთრებულია. იქნება ეს სახლის დალაგება თუ საყვარელი მცენარის დიდი ხნის ნანატრი ყვავილობა.
ბაზარში ლამაზად ჩაცმული მივდივარ. წარმატებული, მოვლილი ქალის გარეგნობით ფულს უფრო ადვილად ველევი. მსურს ძვირფასი სუნამოს სუნი ყოველდღე ამდიოდეს, რადგან თითოეული მიზეზი ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანია. თუნდაც ბანკში ვიზიტი.
დავივიწყე ფრაზა "ოდესღაც". ახლა იდეალური ადგილი და იდეალური მომენტი არის მხოლოდ აქ და ახლა. ყველაფერი რაც მინდა/მსურს გავაკეთო, ვაკეთებ.
წარმოდგენაც არ მაქვს, რას გააკეთებდნენ სხვები რომ გაეგოთ, რომ ხვალ ცოცხალი აღარ იქნებიან. არავის უნახავს სიკვდილის სახე, ჩვენთვის უფრო მისაღებია ცხოვრება ამაზე ფიქრის გარეშე. მაგრამ რაღაც მკარნახობს, რომ ამ შემთხვევაში ისინი ახლობლებს და მეგობრებს დაელაპარაკებოდნენ. შეურიგდებოდნენ, მათ ვისთანაც დიდი ხნის წინ იჩხუბეს. ალბათ რესტორანში ივახშმებდნენ, შეუკვეთავდნენ ყველაფერს, რაც სურთ.
ეს ისაა, რაც მე ვერ მოვასწარი... მე ვინანებდი, რომ ჩემ ახლობლებს ჩემგან ყველა კარგი სიტყვა არ მოესმინათ, რომლის თქმაც მინდოდა. ამ სიტყვებს იშვიათად ვეუბნებოდი საყვარელ მეუღლეს და მშობლებს და ახლა ეს მაღელვებს. ახლა ეკონომიას არ ვეწევი, განსაკუთრებით საკუთარ თავზე. თუ ხარჯი ჩემ ცხოვრებაში ღიმილს და კარგ განწყობას მოიტანს, რატომაც არა!
ყოველდღიურად ვიაზრებ, რომ სწორედ ეს დღე არის უნიკალური და თავისი უნიკალურობით მშვენიერი. სანამ ვცხოვრობ და ვსუნთქავ, ცხოვრების ყოველი მომენტი შეუფასებელი ჯილდოა"
თქვენ გაჩერებულხართ დასაფიქრებლად?