აი როგორ დავიკელი 20 კილოგრამი და დავიწყე სრულიად ახალი ცხოვრება...
სიმსუქნე პირველად 7 წლის ასაკში ვიგრძენი. წარმოიდგინეთ, ბავშვს, მიტუმეტეს გოგონას, 7 წლის ასაკში მომიწია იმის გათვითცნობიერება, რომ არ ვიყავი ისეთი, როგორიც სხვა ბავშვები.
მოგვიანებით, როდესაც 14 წელი შემისრულდა სერიოზული კომპექსი გამიჩნდა საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით, რის გამოც შიმშილობა დავიწყე და რამდენიმე კილოგრამის მოკლებაც შევძელი, თუმცა ცვლილება ძალზედ უმნიშვნელო იყო...
მთელი ჩემი ცხოვრება წონის მომატების შიში მიპყრობდა და საბოლოოდ ბულემიაც კი დამემართა. ეს უარყოფითად აისახა არა მხოლოდ ჩემს სხეულზე, არამედ შინაგანი ორგანოების ჯანმრთელობაზეც.
ხშირად მრცხვენოდა და ძალიან მეშინოდა ამ ყველაფრის. ჩემ გარშემო მყოფთაგან ვერავინ ხვდებოდა, თუ რა მჭირდა სინამდვილეში. ნელ-ნელა შიშმა იმ დონემდე მიმიყვანა, რომ ყოველდღიურად რამდენიმეჯერ ვითვლიდი ჩემს მიერ მიღებულ კალორიებს და მკაცრად ვაკონტროლებდი კვებას მაშინაც კი, როდესაც ქორწილში და მეგობრების დაბადების დღეებზე დავდიოდი.
სტუდენტობის დროს სპორტით დაკავების და ცხოვრების აქტიური სტილის წამოწყების უამრავი მცდელობა მქონდა, თუმცა კუჭის ტკივილი, მუდმივი დაღლილობა და ფსიქიკური მდგომარეობა ძალიან მიშლიდა ხელს მიზნის განხორციელებაში.
ახლა მე უკვე 32 წლის ვარ, თუმცა დღეს გაცილებით უკეთესად ვგრძნობ თავს და გაცილებით კარგადაც გამოვიყურები, თანაც ისე, რომ განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ.
მთავარია ჭამის დროს დაუკვირდეთ არა პროდუქტების კალორიულობას, არამედ მათ ხარისხს და გავლენას ჩვენს ორგანიზმზე.
თუ თქვენ მუდმივად იცავთ სხვადასხვა მკაცრ დიეტებს, იტანჯავთ თავს და ვერ იღებთ სიამოვნებას ცხოვრებისგან, უბრალოდ დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა, თუ რატომ იქცევით ასე. დაივიწყეთ შიმშილი, მოიშორეთ სტრესი, დეპრესია დატკბით ცხოვრების თითოეული წუთით და ყველაფერი გამოვა!
კეილი სეჯერსი