აირჩიეთ ქვა და გაიგეთ თქვენი ცხოვრებისეული გზის საიდუმლოებები

აირჩიეთ ქვა და გაიგეთ თქვენი ცხოვრებისეული გზის საიდუმლოებები
შეხედეთ ამ 6 ქვას და აირჩიეთ ის, რომელიც მოგწონთ, შემდეგ კი წაიკითხეთ პასუხები.

№1. ოპალიტი (მთვარის ქვა)

მუდამ თავისუფლებისკენ მიილტვით, გსურთ წყნარი ადგილი იპოვოთ, სადაც მოდუნდებით და საკუთარ გულს უგდებთ ყურს. შეგიძლიათ წამში გადახაზოთ ყველაფერი და ცხოვრება თავიდან დაიწყოთ. ამასთან, არ ხართ დარწმუნებული, სწორად მოიქეცით თუ არა, ამიტომ გჭირდებათ განმარტოვება და ბევრ რამეზე დაფიქრება.

№2. მწვანე მალაქიტი

მზად ხართ ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებებისთვის. არ არის გამორიცხული, სულიერ ცვლილებებს ეხებოდეს ეს, რაც დაგეხმარებათ პრობლემების გადაწყვეტაში. უფრო ბრძენდებით და შეცნობის პროცესი გიოლდებათ. ადრე ყველაფერს განიცდიდით, ახლა კი იცით, რა გსურთ ცხოვრებისგან, ეს კი შესანიშნავია!

№3. მზის ქვა


გაღვიძებისთანავე სიხარულს იგრძნობთ, რადგან ყოველი დღე რაიმე კარგის მომტანი იქნება. დაიმახსოვრეთ, როდესაც სიხარული ყოველ უჯრედს მოიცავს, ცხოვრებაში სულ ახალი და კარგი მოვლენები ხდება. ეს კი ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას მოგცემთ.

№4. ობსიდანი (წითელი ხე)


თქვენი ქვეცნობიერი გეუბნებათ, რომ გსურთ ნეგატივისგან გათავისუფლება და ბედნიერი ცხოვრება. შეწყვეტთ ღრუბლებში ფრენას და უფრო მიწიერი გახდებით. ბოლოს და ბოლოს შეიგნებთ, რომ სხვებს თქვენზე ნაკლებად გაუმართლათ და უნდა დააფასოთ ის, რაც გაქვთ.

№5. ჰოვლიტი


მალე ზებუნებრივი ძალები მინიშნებას მოგცემენ სიზმრებისა და გონების გახსნის სახით. ახლა ინტუიციურად მოძრაობთ რაღაც მიმართულებით და ის სწორია. ასე რომ, აღიარეთ ინტუიციის არსებობა და მიენდეთ მას. ის დაგეხმარებათ წარმატების გზის პოვნაში.

№6. დალმატინი ჯასპერი

დადგა დრო, ცხოვრება იუმორითა და სიამოვნებით შეავსოთ. თქვენი შინაგანი ხმა გეუბნებათ, მინდა თამაში და მხიარულება! შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში თავს იმედგაცრუებულად და მშფოთვარედ გრძნობდით, ახლა კი სირთულეები გადალახულია და შეგიძლიათ თამამად დატკბეთ ცხოვრებით.