90 წლის ბებიის ცხოვრებისეული რჩევები შვილიშვილს
90 წლის ასაკში, გარდაცვალების წინ ბებიამ შვილიშვილს რამდენიმე ცხოვრებისეული რჩევა მისცა. დრონი.ჯი მოხუცის დარიგების თარგმანს გთავაზობთ.
ჩაისუნთქე მომავალი და ამოისუნთქე წარსული. არა აქვს მნიშვნელობა სად ხარ და რა გამოიარე, ყოველთვის გჯეროდეს გვირაბის ბოლოს სინათლის არსებობის. არასოდეს დაელოდო, ივარაუდო ან მოითხოვო, უბრალოდ გააკეთე ის რისი გაკეთებაც შეგიძლია ახლა და დანარჩენი იყოს ისე როგორც იქნება.
ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი შეიძლება იყოს. მოახდინე კონცენტრირება რაღაც ერთ კონკრეტულზე, არ არის აუცილებელი ყველაფრის დღეს გაკეთება, იცხოვრე, ისუნთქე, აკეთე ის რაც პირდაპირ შენს წინაა, მეორე ნაბიჯს კი დრო განახებს. გახსოვდეს ის რასაც შენ ცხოვრებაში ჩადებ გარკვეული დროის შემდეგ ცხოვრება მას უკან დაგიბრუნებს.
გარშემომყოფებმა უნდა მიგიღონ ან ისეთი როგორც ხართ ან საერთოდაც ნუ მიგიღებენ. თქვი სიმართლე მაშინაც კი როდესაც ხმა გიკანკალებს, იყავი ის რაც ხარ და ეცადე შენს გარშემო ყველაფერი ისე გაალამაზო როგორც შეგიძლია. იარე საკუთარი ბილიკით და ნუ დაელოდები სხვებისგან შენი გზის აზრის გაგებას, განსაკუთრებით კი მათგან ვინც არ იცის სად მიდიხარ.
შენ არ ხარ ის ადამიანი, რომელიც იყავი ადრე და ეს ნორმალურია. შენ გამოიარე არაერთი აღმასვლა და დაცემა იმისათვის რომ ყოფილიყავი ის ვინც ხარ ახლა. დრო მიდის და მასთან ერთად იცვლება ყველაფერი, არავინ და არაფერი რჩება ერთ ადგილზე.
ჩვენი ცხოვრების ყოველი მოვლენა ჩვენ ზრდაში გვეხმარება. შეიძლება ახლა ამას ვერ ვხდებით, მაგრამ გარემოებები გამუდმებით გვაძლევს მიმართულებას, გვცვლის და გვხდის უფრო სრულყოფილს. ნებისმიერ სიტუაციაში გქონდეს იმედი, რადგან ცხოვრებაში ყველაზე წვრილი ძაფი ხშირად იქცევა ხოლმე მსხვილ თოკად.
ნუ მიისწრაფი სიმდიდრისკენ, ისწრაფოდე ბედნიერებისკენ. წლებთან ერთად შენ მიხვდები, რომ ყველაზე ბედნიერი დღეები იყო ის როდესაც სახეზე ღიმილი გეფინა. დააფასე მომენტები, სწორედ ესაა მთავარი სიმდიდრე და ღირებულება.
იყავი ძლიერი და სიცოცხლისმოყვარული. გახსოვდეს რომ შენი დარდის მთავარი მიზეზი ყოველთვის არის შენი პრობლემისადმი დამოკიდებულება და არა თავად პრობლემა. გაუღიმე მოშურნეებსა და მტრებს, აჩვენე მათ, რომ ვერასოდეს წაგართმევენ იმას რაც მათ ცხოვრებას აკლია.
ხანდახან საჭიროა გაუშვა ადამიანი იმისათვის, რომ მან შეძლოს ზრდა. მთავარია არა ის თუ რას გაუკეთებ ახლობელს, არამედ ის თუ რის გაკეთებას ასწავლი.
ზოგჯერ შედეგის მისაღებად საჭიროა იმ ადამიანებისგან თავის შორს დაჭერა, რომლებიც არ იზიარებენ შენს ინტერესებს. ამით შენ გაათავისუფლებ ადგილს მათთვის ვინც მხარს დაგიჭერს და დაგეხმარება. შესაძლოა რთულია, მაგრამ აუცილებელიამხოლოდ ტკბილ მოგონებებში დატოვო ის ადამიანები, რომლებიც ხელს გიშლიან ცხოვრებაში.
თუ ძალიან დიდი ხანია რაც ზიხარ და ელი ბედნიერ დასასრულს, მაშინ დროა ახალი დასაწყისის ძებნა დაიწყო.
უთხარი საკუთარ თავს რომ შენც გაქვს შეცდომების დაშვების უფლება. ძლიერი ადამიანი ისაა ვინც იბრძვის რთულ ომში და არა ისინი ვინც ომს ემალებიან.