თუ ხელისგულები და ფეხისგულები გიოფლიანდებათ, გადაჭერით ეს პრობლემა მარტივად
ჩემს მეუღლეს ხელისგულები უოფლიანდებოდა. ჩემმა მეგობარმა, პროფესიით ფსიქოთერაპევტმა, გვირჩია, ნევროპათოლოგისთვის მიგვემართა. მეუღლე არ წამომყვა, მაგრამ მე კონსულტაციისთვის მაინც მივედი. ექიმმა მითხრა, ნევროლოგიური პრობლემების ბრალი უნდა იყოსო და რამდენიმე რჩევაც მომცა. დავიწყეთ მკურნალობა. თავდაპირველად დამამშვიდებელ ნაყენს ვამზადებდი:
- ვიღებთ 80 გ კრაზანას, როზმარინის, ბარამბოსა და სალბის 20-20 ფოთოლს, გულსოსანას ყვავილს. 4 სუფრის კოვზ ნარევს ვასხამთ 1ლ მდუღარე წყალს, თავსახურს ვახურავთ და 15 წუთს ვაჩერებთ, შემდეგ ვფილტრავთ. ვიღებთ თითო ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ (ბოლო ულუფას - ძილის წინ).
- როცა დამამშვიდებელი ნაყენით მკურნალობა შედეგს გამოიღებს, ვიღებთ უშუალოდ ხელისგულების მკურნალობას.
დააქუცმაცებულ მუხის ქერქს ვასხამთ 1 ლიტრ ცივ წყალს, ვდგამთ მდუღარე წყლის აბაზანაზე და 20 წუთი ვადუღებთ. შემდეგ ვამატებთ 1 სუფრის კოვზ გულყვითელას და 10 საათს ვაჩერებთ, ბოლოს ვფილტრავთ. დილა-საღამოს ვიკეთებთ ამ ნაყენის აბაზანებს და ზედვე ვიშრობთ. პერიოდულად ასეთივე აბაზანებს ვამზადებდი გვირილის ნაყენისგან.
სამ თვეში ჩემი მეუღლე განიკურნა და მას შემდეგ ხელისგულების ოფლიანობას აღარ შეუწუხებია.
ფეხისგულების ოფლიანობისას - ფეხისგულების ოფლიანობისას უსიამოვნო სუნი არ შეგაწუხებთ, თუ დიდხანს რეგულარულად (დღეგამოშვებით) გაიკეთებთ მუხის ქერქის აბაზანას:
4-5 სუფრის კოვზ მუხის ქერქს დაასხით 1 ლიტრი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 10-15 წუთი. გადაწურეთ, ჩაასხით ტაშტში და დაამატეთ იმდენი წყალი, რომ ტერფები მთლიანად დაიფაროს (2-3 ლიტრამდე). ჩაყავით ფეხები 20-30 წუთით.