როგორ განვიკურნე ჭარბი ოფლიანობისგან ხალხური რეცეპტებით...
ბავშვობიდანვე მაწუხებდა ერთი პრობლემა: როგორც კი ტემპერატურა 20 გრადუსს ასცდებოდა, მეწყებოდა საშინელი ოფლიანობა. თუ ფეხით სიარული მომიწევდა, სიცივეში კი ვოფლიანდებოდი. ექიმები მეუბნებოდნენ, რომ არაფერი მჭირდა, უბრალოდ, ასეთი ნივთიერებათა ცვლა მქონდა, მაგრამ როგორი საქმეა, ახალგაზრდა ქალს გამუდმებით გეშინოდეს, ოფლის სუნი ხომ არ მდისო. თავდაპირველად ოფლის საწინააღმდეგო საშუალებებს ვყიდულობდი, შემდეგ დიეტაზე გადავედი და წონა დავიკელი - ესეც ამაო აღმოჩნდა. გადავწყვიტე, ხალხური მედიცინისთვის მიმემართა, დავიწყე ხალხური რეცეპტების შესწავლა და მივაგენი კიდეც საჭირო საშუალებებს:
- ვურევთ ერთმანეთში 3 ჩაის კოვზ თავშავას, 4 ჩაის კოვზ ჭინჭარს, 5 ჩაის კოვზ შავბალახას, 5 ჩაის კოვზ მატიტელას და 4 ჩაის კოვზ სვიის გირჩას, ვასხამთ 2 ლ მდუღარე წყალს, ვაჩერებთ, ვფილტრავთ და თბილი წყლით სავსე აბაზანაში ვასხამთ. ასეთი აბაზანა უნდა მიიღოთ რეგულარულად, კვირაში 2-3-ჯერ, ძილის წინ.
- მომიხდა ფეხის აბაზანებიც: ვადუღებთ 1 ლ წყალს, ვყრით მასში 1/2 ჭიქა დაქუცმაცებულ მუხის ქერქს, ვადუღებთ 15 წუთს, შემდეგ 20 წუთს ვაჩერებთ, ვფილტრავთ და ვამატებთ 10 მლ პროპოლისის 30%-იან ნაყენს. ვაგრილებთ 38 გრადუსამდე და 20 წუთით ვაწყობთ შიგ ფეხებს. მკურნალობის კურსი 10 -12 დღეა.
- აირეთ 1 სუფრის კოვზი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა რძე და ნახევარი საათით შედგით ძალიან დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გადაწურეთ, დაუმატეთ ნახევარი ლიტრი წყალი და ხელები დაიორთქლეთ. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველდღე, ვიდრე შედეგს არ დაინახავთ.
- ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებით შემაწუხებელია ფეხების ოფლიანობა. მისგან გათავისუფლებაც მარტივი პროცედურის საშუალებით შეიძლება. ყოველ საღამოს დაიბანეთ ფეხები, გაიხეხეთ პემზით, რათა მკვდარი, გარქოვანებული ქსოვილები მოაცილოთ, შემდეგ ისევ დაიბანეთ, გაიმშრალეთ, ღვინის ძმრით გაიწმინდეთ და ზედვე შეიშრეთ. გარდა ამისა, შიგნიდან კარგად გაიწმინდეთ ფეხსაცმელი. ზოგჯერ ოთხი პროცედურაც საკმარისია.
- გარდა ამისა, დილაობით ვიღებდი კონტრასტულ შხაპს. ამ სამმა საშუალებამ მარტო ოფლიანობისგან კი არ მიხსნა, გამაკაჟა კიდეც. თქვენც იმავეს გირჩევთ.