ყინულის ჯადოსნური კუბიკები ნაოჭების წინააღმდეგ
როდესაც ყინულის კუბიკებს ისვამთ სახეზე, დასაწყისში კანის ზედაპირული სისხლძარღვების მცირეხნიანი შეკუმშვა ხდება, ხოლო უფრო ღრმებისა - გაფართოება. ეს სისხლის მოძრაობას აძლიერებს. მას მერე კი, რაც ყინულს აიცლით, ზედაპირული სისხლძარღვები ფართოვდება, კაპილარები სისხლით ივსება და კანი "სუნთქვას" იწყებს. შემდეგ კი ძლიერდება უჯრედული ცვლა, იწყება განახლების პროცესი, სწორდება ნაოჭები, ნელდება შემაერთებელი ქსოვილის დაბერების პროცესი, სახეზე ჩნდება ბუნებრივი შეფაკლება და კანი ჯანსაღ იერს იძენს. მაგრამ მცენარეების ნახარშების, წვენების დამატება უფრო აძლიერებს გალამაზებისათვის "სასწრაფო დახმარების" ეფექტს, რომელსაც ყინულის ზემოქმედება ახდენს.
ვამზადებთ კოსმეტიკურ ყინულს:
დაახლოებით 2 ს/კ დაქუცმაცებულ მცენარეს ( ან მცენარეთა ნაკრებს ) ვასხამთ 0,5 ლიტრ მდუღარე წყალს ( წყალი, წინასწარ ნადგამი ან გამოხდილი ) და ვაჩერებთ რამდენიმე საათს ან ვდგამთ წყლის აბაზანაზე 15 წუთით, შემდეგ კი ბოლომდე ვაციებთ. გაციებულ ნახარშს ვწურავთ, ვასხამთ ფორმებში და ვგამთ საყინულეში. მოსახერხებელია თუ ბალახეულს საღამოს მოვხარშავთ, მომდევნო დილას გავწურავთ და ჩავასხამთ ფორმებში. თუ ბევრ ნახარშს მოამზადებთ, სასარგებლოა ამით პირის დაბანაც ( ან სახეზე შიგ დასველებული საფენების დადება ).
მშრალი კანისთვის შეიძლება გამოიყენოთ: მრავალძარღვას, ოხრახუშის, პიტნის ფოთლების, გვირილას, კრაზანას ნაკრები. ამ ტიპის სახის კანისთვის შეუცვლელია კუნელის, ელეუტეროკოკის და ბაბუაწვერას ფესვების ნაკრები. ასევე შეიძლება კენკროვანების გამოყენებაც, მაგალითად, ცირცელის (ჭნავი). 2 ს/კ ცირცელი დანაყეთ, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი.
ცხიმიანი კანისთვის კარგია გვირილისა და კალენდულას, ან გვირილას, ჩინური ლიმონის, ქრისტესისხლას და კალანდულას ნაკრები.
შერეული კანისთვის გამოდგება გვირილას, ბაბუაწვერასა და ფარსმანდუკის ნაკრები. საერთოდ კი მას უხდება ყველა, რაც ნორმალურ და ცხიმიან კანს.