ცოტამ თუ იცის, კიტრის სასარგებლო თვისებების შესახებ...
ხრამუნა კიტრი მარტო წყალი და ცოტაოდენი რბილობი როდია! ის, ასევე, გახლავთ მინერალური ნივთიერებების, ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტების შესანიშნავი წყარო, კალორიების მინიმალური შემცველობით. კიტრი მსოფლიოში ერთ - ერთი უძველესი კულტური მცენარეა. პირველად კიტრი ინდოეთის ჩრდილოეთში მოაშინაურესო. ბიბლიაში კი მას ეგვიპტის ბოსტნეულად მოიხსენიებენ. კიტრი კარგად ნაცნობი იყო უძველესი ბერძნებისა და რომაელებისთვის, მოჰყავდათ შუასაუკუნეების ევროპაშიც. ეს ყველგანმზარდი მცენარე გოგრისებრთა ოჯახს მიეკუთვნება, მაგრამ ბოტანიკოსთა ნაწილის აზრით ის კენკროვანთა ოჯახიდანაა.
კალორიები და უჯრედისი
არსებობს რამდენიმე უბრალო წესი, რომელიც საშუალებას იძლევა გამოიყენოთ ბოსტნეული ისე, რომ გემრიელიც იყოს, უსაფრთხოც და სასარგებლოც. კიტრი ერთ - ერთი ყველაზე დაბალკალორიული ბოსტნეულია - 100 გ რბილობი მხოლოდ 15 კკალ-ს შეიცავს. სრულიად არ აქვს ცხიმები, სამაგიეროდ მდიდარია სითხით: მასში 95-98% წყალია. ამას გარდა, კიტრი უჯრედისის კარგი წყაროა. ის არეგულირებს ნაწლავების მუშაობას, გამოჰყავს ჭარბი ქოლესტერინი და ხელს უწყობს თვით მსხვილი ნაწლავის კიბოს პროფილაქტიკასაც.
კალიუმის წყარო
კიტრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელექტროლიტის - კალიუმის შესანიშნავი წყაროა. ეს ნივთიერება აქვეითებს წნევასა და გულის კუმშვის სიხშირეს. კალიუმისა და სითხის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო კიტრს მსუბუქი შარდგამომყოფი ეფექტი აქვს.
ვიტამინები და ანტიოქსიდანტები
კიტრში ბევრი K ვიტამინია - დაახლოებით 17 კგ 100 გრამში, რაც ამ ნივთიერების რეკომენდებული დოზის 14%-ს შეადგენს. K ვიტამინი მონაწილეობს ძვლის ქსოვილის გამაგრებაში და ნორმაში მოჰყავს ნერვული სისტემის მუშაობა, იცავს რა ნეირონებს დაზიანებისგან. ამას გარდა, კიტრში არის ანტიოქსიდანტები: ბეტა- და ალფა-კაროტინები, ვიტამინი C, ზეაქსანტინი და ლუტეინი. ეს ბუნებრივი შენაერთები ორგანიზმს იცავს თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც დაბერებას და სხვადასხვა დაავადებებს იწვევს.
კარგად შეარჩიეთ
კიტრი მთელი წლის განმავლობაში იყიდება. ვიტამინებით უფრო მდიდარია ზაფხულში. თუმცა ზამთარში სათბურის კიტრიც მინერალური ნივთიერებების, უჯრედისისა და წყლის ცუდი წყარო არ არის. მაგრამ კიტრის მწნილსა და მარინადებს ორგანიზმისთვის სარგებლობა არ მოაქვს. რადგან ზედმეტად ბევრი მარილი აქვს, ზოგჯერ კი ძმარი და სუნელები. ასეთი კიტრი უკუნაჩვენებია გასტრიტებისა და კუჭნაწლავის ტრაქტის ზოგიერთი დაავადებების დროს. შეარჩიეთ მკვეთრი მწვანე ფერის კიტრი, ლაქებისა და დაზიანებების გარეშე. ნუ იყიდით გადამწიფებულ მოყვითალო კიტრს, რადგან ასეთებს უხეში რბილობი, მაგარი კანი და თესლი აქვს. კიტრის კანზე გაჩენილი ნაოჭები იმაზე მეტყველებს, რომ დიდი ხნის მოკრეფილია და სითხის ნაწილი დაკარგული აქვს.
გირჩევთ
კიტრი ძალიან კარგად უნდა გაირეცხოს, რადგან მას კანზე ბევრი ჭუჭყი, პესტიციდები და სასუქი რჩება. გაფცქვნა კი არ ღირს - კანი მინერალებს, უჯრედისსა და ფიტოქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს. სალათებში კიტრი თითქმის ყველა უმ ბოსტნეულს უხდება. მის შესაკმაზად ნებისმიერი მცენარეული ზეთი გამოდგება ან უცხიმო არაჟანი, მაიონეზი კი სასურველი არ არის - ძმარი არბილებს. რომ შეინარჩუნოთ კიტრში ვიტამინები და ანტიოქსიდანტები, ყველაზე კარგია მისი წვრილად დაჭრილი კუბიკები ნატურალურ სასმელ იოგურტში ან კეფირში (ან მაწონში) მწვანილეულთან ერთად აურიოთ. რძის ცილით, კალციუმითა და K ვიტამინით მდიდარი მშვენიერი წასახემსებელი გამოგივათ. წყურვილის მოსაკლავად კიტრითა და საზამთროთი შეიძლება დაბალკალორიული საზაფხულო სალათა მოამზადოთ. ამისთვის ცივი საზამთროსა და კიტრის რბილობი კუბიკებად დაჭერით და შეურიეთ აუცილებლად თანაბარი რაოდენობით. ასეთ სალათას არც მარილი სჭირდება და არც საკმაზი.