ვარ 45 წლის ქალი, ბოლო რამდენიმე წელი ძალიან შემაწუხა ყაბზობამ და თურმე მას კიტრი შველის.
ვარ 45 წლის ქალი, ბოლო რამდენიმე წელი ძალიან შემაწუხა ყაბზობამ (კუჭის შეკრულობამ), ამასთან ერთად გულიც არ მქონდა კარგად, წელსაც ვიტკივებდი ხოლმე, უმადობაც მჭირდა და საერთოდ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მქონდა კარგი. ხალხური მედიცინის წიგნში წავიკითხე, რომ კუჭის შეკრულობის დროს ძალიან კარგია კიტრი.
ექიმის კომენტარი:
კიტრის ნაყოფი შეიცავს 97% წყალს და უჯრედისს, მცირე რაოდენობით ასკორბინის მჟავას, B1 ვიტამინს, კაროტინს და კალიუმს, კიტრი აღვიძებს მადას, ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლებს, აუმჯობესებს ცილების, ცხიმების და მინერალური ნივთიერებების ათვისებას.
სპაზმური კოლიტების დროს იყენებენ კიტრის პიურეს. ამ მცენარის საფაღარათო მოქმედება განპირობებულია მასში წყლისა და უჯრედისის მაღალი შემცველობით. უჯრედისი აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას.
კიტრი ხელს უწყობს ორგანიზმში დაგროვილი ცვლის პროდუქტების გამოტანას, რადგანაც ღარიბია აზოტოვანი ნივთიერებებით და მდიდარია წყლით, რომელიც ნელა შეიწოვება და უფრო ჩქარა გამოიყოფა, ვიდრე თავისუფალი სითხე. კალიუმს კი აქვს შარდმდენი მოქმედება და თანაც დადებითად მოქმედებს გულის შეკუმშვის ფუნქციაზე.
კიტრი კარგი დიეტური საჭმელია. გარდა ამისა, მისი წვენი გამოიყენება კოსმეტოლოგიასა და პარფიუმერიაში საცხებისა და ლოსიონების დასამზადებლად.
- ყოველ დილას ერთ ცალ საშუალო ზომის კიტრს ვფცქვნიდი და ვხეხავდი წვრილ სახეხზე. მიღებულ პიურეს ვჭამდი უზმოზე. ასე გავაგრძელე ორი კვირა. მინდა დამიჯეროთ - არ ვაჭარბებ, რაც კი მაწუხებდა, ყველაფერზე მიშველა: კუჭის მოქმედება გამომისწორდა, წელის ტკივილი მომეხსნა, გულიც აღარ მახსენებს თავს.
ნამდვილად არ ვიცოდი, თუ ჩვეულებრივი ბოსტნეული ასეთი უებარი წამალი გამოდგებოდა. თქვენც სცადეთ, იქნებ მოგიხდეთ!