წამლის მიღებასაც თავისი წესები აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ
ავადმყოფობის დროს წამლებსაც ვიღებთ და საჭმელსაც მივირთმევთ, მაგრამ იშვიათად მოუვა ვინმეს თავში, რომ ექიმის დანიშნულებას თავისი მენიუ შეუთავსოს. არადა, საკვების შეუთავსებლობამ წამალთან, შეიძლება გაანეიტრალოს ეს უკანასკნელი და სრულიად უმოქმედო გახადოს. და, პირიქით, გონივრულმა კვებამ შეიძლება წამლის ეფექტი გააძლიეროს და გამოჯანმრთელება დააჩქაროს.
პრაქტიკულად ყველა სამკურნალწამლო პრეპარატის მიღების წესებში ნათქვამია, როგორ უნდა შეუხამოს ადამიანმა კვება. ყურადღებამისაქცევია მრავალი გარემოება. საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ:
პრაქტიკულად ყველა სამკურნალწამლო პრეპარატის მიღების წესებში ნათქვამია, როგორ უნდა შეუხამოს ადამიანმა კვება. ყურადღებამისაქცევია მრავალი გარემოება. საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ:
- მოქმედი ნივთიერებები ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოების კედლების გავლით ხვდება. ამიტომ აუცილებლად საჭიროა მათი შეთანხმება საჭმლის მიღებასთან;
- საკვებში შემავალი ცხიმები, მჟავები და სხვა კომპონენტები ან ეხმარებიან წამლის შეთვისებას, ან ხელს უშლიან მას;
- ჭამის შემდეგ მყისვე იწყება ნივთიერებათა ცვლა, ყველა პროცესი უფრო სწრაფად იწყებს ცვლას ვიდრე ჭამამდე;
- წამლისა და საჭმლის მიღების შეხამების მთავარი წესები ჩამოწერილია საჭმლის მომნელებელი სამკურნალო პრეპარატებისთვის.
წესები წამლის ეტაპზეა დამოკიდებული - ჭამის დროს იმ წამლებს იღებენ, რომლებიც საჭმლის მონელებას აუმჯობესებს.
- ჭამის შემდეგ იღებენ: სიცხის დამწევ, შარდმდენ, თავის ტკივილის პრეპარატებს, გაციების, ანთებსაწინააღმდეგო, ანტიბაქტერიულ საშუალებებს, საგულე გლიკოზიდებს, პრობიოტიკებს, მეტრონიდაზოლს.
- ჭამამდე ერთი საათით ადრე ან უზმოზე იღებენ: მცენარეულ ნაყენებს და ნახარშებს, პენიცილინს. ერიტრომიცინს, ნისტატინს.
- ჭამამდე 30 წუთით ადრე იღებენ: წყლულსაწინააღმდეგო, დიარეის საწინააღმდეგო, კალციუმის (კალცექსი, ნიკომედი) პრეპარატებს, ანტაციდებს, ტეტრაციკლინს და ანალგინს.
- ძილის წინ 30 წუთით ადრე იღებენ სინთეტურ და მცენარეულ კუჭში გამხსნელ საშუალებებს (მაგ. ბუასილის დროს).