მეზობლის რეკომენდაციით, ჩაზრდილ ფრჩხილს ასე ვუმკურნალე...

მეზობლის რეკომენდაციით, ჩაზრდილ ფრჩხილს ასე ვუმკურნალე...
ფეხის თითებზე ისეთი ფორმის ფრჩხილები მაქვს, რომ ჰიგიენური პროცედურის დროს სწორად ვერ ვიმუშავებ და ხშირად მიბრუნდება. მოგეხსენებათ, რა დისკომფორტთან არის დაკავშირებული ფრჩხილის ჩაბრუნება - გტკივა, გიჩირქდება, ვერ იცვამ ფეხსაცმელს, ვერ გადიხარ შინიდან, სამსახურსაც აცდენ. ერთხელ ქირურგიული ჩარევაც კი დამჭირდა... ყველას, ვისთანაც კი შემეძლო ამ თემაზე საუბარი, რჩევას ვეკითხებოდი. ერთხელ მეზობელმა ასეთი პროცედურის ჩატარება მირჩია:



  • ფრჩხილი უნდა დავილბოთ ცხელ, სოდიან წყალში (1 ლიტრ წყალზე 1 სუფრის კოვზი სოდა), შემდეგ ჩაზრდილ კუთხეში დავიდოთ ნაღების კარაქი, დავაფინოთ ქაღალდის ხელსახოცი, ზემოდან - პოლიეთილენის პარკი და შევიხვიოთ. ერთი დღე -ღამის შემდეგ ფრჩხილი ისევ დავილბოთ. ის ძალიან დარბილდება. ფრთხილად ავწიოთ ფრჩხილის ჩაზრდილი კუთხე და მის ქვეშ მოვათავსოთ ნაღების კარაქით გაჟღენთილი ბამბა, ისევ დავაფაროთ ხელსახოცი, პოლიეთილენი და ბინტით შევიხვიოთ. ეს პროცედურა გავიმეოროთ ყოველდღე, ვიდრე ფრჩხილი არ წამოიზრდება (დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში).

  • მშრალ თითზე უნდა დაიდოთ 1 სადილის კოვზი კარაქი ან მარგარინი, შემოიხვიოთ პოლიეთილენის ნაჭერი, ისე, რომ ფრჩხილი მთლიანად იფარებოდეს ცხიმით და გაიჩერეთ მთელი ღამე.
    დილით მოიწმინდეთ ცხიმი, აიღეთ წინასწარ სპირტით გაწმენდილი ბასრპირიანი ქლიბი და ფაქიზად სცადეთ ფრჩხილის კანქვეშიდან გამოღება. თუ პროცედურისას კვლავ ტკივილს იგრძნობთ, იგივე პროცედურა გაიმეორეთ და შემდეგ კიდევ სცადეთ ფრჩხილის მოჭრა. 2-3 პროცედურის შემდეგ ფრჩხილის ამოწევასაც და მოჭრასაც ადვილად მოახერხებთ.

  • ყოველ საღამოს რეკომენდებულია მტკივნეულ ფეხზე სათითე ჩამოეცვეს - ნაღების ცხიმით სავსე. ზემოდან საჭიროა წინდის ჩაცმა. გეცვათ მთელი ღამის განმავლობაში ასეთი პროცედურა მეორდება 2-3 კვირა შეუსვენებლად. ტკივილის შეჩერების შემდეგ საჭიროა ფრჩხილიდან წამოწეული ნაწილის ქვეშ მოთავსდეს მშრალი მარლა.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი